BGA-ს დამფუძნებლები გენპროკურორისგან გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვ...
„საქართველოს გენერალურ
პროკურორს ბატონ გიორგი
გვარაკიძესჩვენ, დავით
ცეცხლაძე და ნათია ჯანაშია,
„ბრიტანულ-ქართული
აკადემიისა“ და „თბილისის
ბრიტანული საერთაშორისო
სკოლის“ დამფუძნებლები,
კატეგორიულად მოვითხოვთ,
დაუყოვნებლივ დაიწყოს
გამოძიება ირაკლი
გილაურისა და მისი გუნდის
წევრების მიერ ჩადენილ
ქმედებებთან
დაკავშირებით.2025 წლის
თებერვლიდან მოყოლებული
თქვენს წარმოებაშია ჩვენი
განცხადებები, რომლებიც
ირაკლი გილაურისა და მისი
გუნდის წევრების შესაძლო
დანაშაულებრივ ქმედებებს
ეხება.გარდა იმისა, რომ
გილაურის უკანონო
ქმედებებით სკოლებს და
ჩვენ, როგორც
დამფუძნებლებს გვადგება
მნიშვნელოვანი ზიანი,
მიგვაჩნია, რომ გილაურისა
და მისი გუნდის მიერ
სკოლების მართვა, პირველ
რიგში, სახიფათოა
ბავშვებისთვის და
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კანონმდებლობისა და
ბრიტანული საერთაშორისო
სკოლების საბჭოს (COBIS, რომლის
წევრიცაა ორივე სკოლა)
უსაფრთხო განათლების
უზრუნველყოფასთან
დაკავშირებულ
სტანდარტებს. ჩვენს
განცხადებებსა და ღია
წერილებში არაერთხელ
დავაფიქსირეთ ის საფრთხე,
რაც გილაურმა შეუქმნა
ბავშვებს, პირველ რიგში,
ყალბი კრების ოქმის
საფუძველზე,
პორნოგრაფიული ტექსტების
ავტორის სკოლის
დირექტორად დანიშვნით.
გილაურისა და მისი გუნდის
ეს გადაწყვეტილება
ამორალური და
ბავშვებისათვის საფრთხის
შემცველი ქმედებაა. ამ და
სხვა ქმედებების
აღკვეთასა და
არასრულწლოვანთა
ინტერესების დაცვას
ვითხოვთ თქვენი
უწყებისგან მიმდინარე
წლის თებერვლის შემდეგ,
ჯერჯერობით
უშედეგოდ.კიდევ ერთხელ,
ვითხოვთ, დაუყოვნებლივ
დაიწყოთ გამოძიება და
პასუხისგებაში მისცეთ
შესაბამისი პირები იმ
შესაძლო
დანაშაულებისთვის,
როგორიცაა:1. ყალბი
პარტნიორთა კრების ოქმის
დამზადება-გამოყენება,
რომლითაც დირექტორის
პოზიციაზე დაინიშნა
პორნოგრაფიული
ნაწარმოებების ავტორი და
გამავრცელებელი პირი;2.
ინსაიდერული ინფორმაციის
გამჟღავნება;3. პოლიციის
ძალადობრივი მობილიზება,
უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენება;4. სკოლის
ბიუჯეტიდან დიდი ოდენობის
თანხის მითვისება;5. სკოლის
წილის თაღლითური გზით
დამფუძნებლებისთვის
წართმევა.ამ უკანონო
ქმედებებს გილაური
ახორციელებს გიორგი
კეთილაძის
საშუალებით.დღეის
მდგომარეობით, გილაურის
დავალებით სკოლების
უკანონო ოკუპაცია და
მათთვის ზიანის მიყენება
საბოლოო განადგურებამდე
კვლავ გრძელდება. გილაურის
გუნდი იღებს ისეთ
მავნებლურ
გადაწყვეტილებებს,
რომლებიც იწვევს
ბავშვებისა და
კვალიფიციური პედაგოგების
გადინებას სკოლიდან, რაც
პირდაპირ და მნიშვნელოვან
მატერიალურ და რეპუტაციულ
ზიანს აყენებს სკოლებს,
ეწინააღმდეგება სკოლებში
დამკვიდრებულ
ღირებულებებს, რისკის ქვეშ
აყენებს არასრულწლოვანთა
ფიზიკურ და მორალურ
უსაფრთხოებას.გილაურის
მიერ მიყენებული ზიანის
გამოსწორება და სკოლების
გადარჩენა შეუძლებელი
გახდება, თუკი დროულად არ
დაიწყებთ გამოძიებას ჩვენ
მიერ არაერთგზის
დაფიქსირებულ, შესაძლო
დანაშაულის შემცველ
ფაქტებთან დაკავშირებით.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი
სკოლების ბავშვების
უსაფრთხოებაზე სწორედ
თქვენი უწყებაა
პასუხისმგებელი.სამწუხაროა,
რომ ადგილობრივ
სამართლებრივ
მექანიზმებთან შედარებით,
უფრო ეფექტიანი
აღმოჩნდნენ გაერთიანებული
სამეფოს შესაბამისი
უწყებები, რომელთაც
დაიწყეს მოკვლევა
გილაურის მიერ
განხორციელებულ
ქმედებებთან
დაკავშირებით, ტარდება
ტრანსნაციონალურ
თაღლითობასა და
კორუფციასთან გილაურის
შესაძლო კავშირის
დადგენის
ღონისძიებები.ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
მოვითხოვთ, დროულად
დაიწყოთ გამოძიება
შესაძლო დანაშაულის
შემცველ ფაქტებთან
დაკავშირებით,
უზრუნველყოთ
მტკიცებულებების დაცვა,
გამოავლინეთ გილაურის
დანაშაულებრივ ქმედებებში
შესაძლო თანამონაწილე
საჯარო მოხელეები; უკანონო
ქმედებები და მათი ჩამდენი
პირები განიხილოთ, როგორც
სახელმწიფოებრივი
საფრთხე“, – ნათქვამია
დავით ცეცხლაძის და ნათია
ჯანაშიას ღია წერილში
გენერალური
პროკურორისადმი.
1752654970