GE EN
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

თიბისის სადებეტო Visa ბარათით ბილეთის შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 20% მომენტალურად  უკან დაგიბრუნდებათ.ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები გაეცნობიან ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ავსტრიელი დიზაინერი სტეფან საგმაისტერი, რომელსაც კარიერის განმავლობაში უმუშავია ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორებიცაა – როლინგ სტოუნსის ალბომის ყდა, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვა.დიზაინ ფესტივალზე, პანელურ დისკუსიას თიბისის დიზაინის და UX მიმართულების ლიდერი - გიგი ჯანელიძე გაუძღვება, რომელიც ისაუბრებს თიბისი ჯგუფის გამოცდილებაზე: რა როლს ასრულებს დიზაინი ბიზნესის სტრატეგიის ჭრილში, როგორ შეიძლება დიზაინი იყოს ინოვაციის და ადამიანზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნის საფუძველი.პანელური დისკუსიის მონაწილეები იქნებიან:  გივი დაუთაშვილი (თიბისი დაზღვევა), ირაკლი სიმონიშვილი (თიბისი უზბეკეთი/Space int), ლაკო ჟაჟანიძე (თინეთი), თაკო ლორია (თიბისი უზბეკეთი/Space Int).

1714128772

საქართველოდან ემიგრაცია თითქმის გაორმაგდა

„2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა.ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

1714121293

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლ...

„ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სასაჩუქრე ბარათები, ბიზნესსა და სამომხმარებლო მობილბანკში „სთორების“ ახალი სივრცე, ბიზნეს დეპოზიტები, ბიზნეს შეთავაზებები, ბიზნეს და გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი, - ეს საქართველოს ბანკის მიერ 2023 წელს განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია, რის გამოც ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა.საქართველოს ბანკის გუნდის მიზანი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული საბანკო გამოცდილების შეთავაზებაა. ამისათვის, ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 24/7-ზე მხარდაჭერით, რაც ბანკის გუნდს ეხმარება, მუდმივად ეცნობოდნენ მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებს, შედეგად კი შექმნან მათ უკუკავშირზე დაფუძნებული სერვისები და გააუმჯობესონ არსებული პროდუქტები. „Digital CX-ის ჯილდო ისეთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც მუდმივად განვითარებად ციფრულ ეკოსისტემაში ქმნიან ისეთ ფინანსურ და საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომავალი 5-10 წლის განმავლობაში მომხმარებლისთვის რელევანტური იქნება“, - აღნიშნავენ The Digital Banker-ის რედაქციაში.2024 წლის ჯილდოს ფარგლებში მონაწილეობა 900-მდე ფინანსურმა ორგანიზაციამ მიიღო. აპლიკანტებს კი გამომცემლობის რედაქციასთან ერთად KPMG-ის, EY-ის, PWC-ის, Deloitte-ის, Forrester-ის წარმომადგენლები და სხვა, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები რაოდენობრივ და თვისობრივ მონაცემებზე დაყრდნობით აფასებდნენ.„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, მიზნად ისახავს მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე, მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და პროდუქტები. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენს ფიზიკურ მომხმარებლებსა თუ ბიზნესებს შევთავაზოთ მათზე მორგებული გამოცდილება. იქნება ეს შეთავაზებების სივრცის მობილბანკში დამატება, სასაჩუქრე ბარათების შექმნა, QR-ის მეშვეობით თანხის განაღდების პროცედურის გამარტივება, sCoolApp-ში Chat GPT-ს ინტეგრაცია თუ სხვა.The Digital Banker-ისგან მოპოვებული აღიარება ჩვენი გუნდის ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ, გავაუმჯობესოთ არსებული და შევქმნათ ახალი, კიდევ უფრო მეტად ინოვაციური საბანკო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლისათვის“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.ინფორმაციისთვის, Digital CX ჯილდო გლობალური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მუდმივად ცვალებად ციფრულ ეკოსისტემაში მომხმარებლისთვის მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ციფრულ გამოცდილებას ქმნიან. 

1714120649

დეპოზიტების მოცულობის ზრდის ტემპი დაკრედიტებისაზე დაბალია

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის მარტის ბოლოსათვის 50.33 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.48 პროცენტული პუნქტით).მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.25% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.56%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.97%.უცხოური ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.67%, ხოლო ევროს წილმა 19.60% შეადგინა.

1714120050

ბანკებმა დაკრედიტება თითქმის 3%–ით გაზარდეს

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.84 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.27%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 15.21 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.19%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 3.95%-ით მეტი).2024 წლის მარტის განმავლობაში 2.00%-ით, ანუ 547.91 მლნ ლარით  გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 27.93 მლრდ ლარი შეადგინა.2024 წლის მარტის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.20 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.55 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.26 პროცენტული პუნქტით).

1714119760

თიბისის მობილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტ...

1. გამოიწერე ბარათი სახლიდან გაუსვლელადთუ კი ჯერ არ ხარ მობილბანკის მომხმარებელი, შეგიძლია გახდე სულ რაღაც 2 წუთში. უბრალოდ გადმოწერე აპლიკაცია, გაიარე რეგისტრაცია და გამოიწერე შენთვის სასურველი საბარათე ნაკრები. Თან, მიიღებ შენს სასურველ მისამართზე ან ფილიალში.2. არ დარჩები ბარათის გარეშე, განაახლე ბარათი მობაილბანკიდანხშირად გვავიწყდება როდის გასდის ჩვენს ბარათებს ვადა, ან ვკარგავთ და გვებლოკება და უეცრად ბარათის გარეშე ვრჩებით. Ამ შემთხვევაში მობილბანკიდან შეგიძლია ბარათი უბრალოდ განაახლო. მთავარი გვერდზე შენი ბარათების ჩამონათვალიდან აირჩიე რომელი ბარათის განახლებაც გსურს, და შემდეგ დამხმარე ღილაკებიდან აირჩიე “ბარათის განახლება”.  Აირჩევ შენთვის სასურველ ბარათის ტიპს, ფერს და რომელ მისამართზე გსურს რომ მიიღო.3. მართე შენი ბარათები მარტივადარის რამდენიმე სიტუაცია, რაშიც მობილბანკის დამხმარე ღილაკები ძალიან გვადგება. Თუ კი ონლაინ ყიდულობ ნივთს, შეგიძლია ნახო შენი ბარათის დეტალები საფულის მოძებნის გარეშე, ამისთვის დააჭირე ღილაკს “ბარათის დეტალები”. Ან თუნდაც, ბარათი დაკარგე და არ გინდა რომ სხვამ გამოიყენოს, შეგიძლია მობილბანკიდან დაბლოკო - ღილაკით “დაბლოკვა”. ხანდახან გვავიწყდება ბარათის პინკოდი, მაგრამ მობილბანკით 3 თითის დაწკაპუნებაში შეგიძლია განაახლო და გააგრძელო ბარათის გამოყენება, ამისთვის გამოიყენე ღილაკი“პინ კოდის აღდგენა”. ყველა ამ ღილაკს, მობილბანკის მთავარი გვერდიდან ბარათს რომ აირჩევ, ბარათის ქვეშ იპოვი.4. გაანაწილე ტრანზაქციებიმობაილბანკი გაძლევს საშუალებას დააბრუნო ტრანზაქცია და შემდეგ გაანაწილო თვეებზე, მსგავსი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე მხოლოდ თიბისიში შეხვდებით. ტრანზაქციის განაწილების მეშვეობით, შეგიძლია აირჩიო ტრანზაქცია რომლის დაბრუნებაც გინდა, მონიშნო ღილაკი “ტრანზაქციის დაბრუნება”, მიჰყვე პროცესს და დაიბრუნო მთლიანი თანხა ანგარიშზე. გადასახადი კი განაწილდება მომდევნო თვეებზე. მობილბანკში ტრანზაქციის განაწილების ფუნქციონალი გაძლევს საშუალებას ბოლო 2 კვირის განმავლობაში გადახდილი ტრანზაქცია (როგორც პარტნიორ, ისე არაპარტნიორ მაღაზიებში) უკან დაიბრუნო და მისი გადახდა 4 თვეზე გადაანაწილო. თვიური საპროცენტო განაკვეთი 1%.გადმოწერე თიბისის მობილბანკი და გაიმარტივე ყოველდღიურობა. 

1714119416