ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.684        EUR 3.0474        GBP 3.5662        RUB 4.1721        UAH 0.988        AZN 1.5828        AMD 5.517      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
RMG: გარემოსდაცვითი ღონისძიებებისთვის 30 მლნ ლარი დაიხარჯება
3 აპრილი, 2018, 18:40
RMG: გარემოსდაცვითი ღონისძიებებისთვის 30 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისი (GBC) - RMG პარლამენტში კომპანიის საქმიანობის განხილვას განცხადებით პასუხობს, რომელსაც GBC უცვლელად გთავაზობთ:  

„გვინდა გამოვეხმაუროთ დღეს საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, რაც კომპანია RMG-ს საქმიანობას ეხება. ვაცხადებთ, რომ კომპანიამ  40-წლიანი  საწარმოს  მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა ჩაიბარა და აიღო ვალდებულება ათწლეულებით დაგროვილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, მათ შორის გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების კუთხით.

RMG-მ, საერთაშორისო კომპანია GOLDER ASSOCIATES-თან ერთად 2017 წელს  შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა გარემოსდაცვითი პოლიტიკის დოკუმენტი. 100-ზე მეტი პუნქტისგან შემდგარი სამოქმედო გეგმა კონკრეტული გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრაზეა მიმართული, სადაც გაწერილია ღონისძიებები, მათი შესრულების ვადები და ამ პროგრამისთვის დაგეგმილია 30 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. 2017 წლიდან კონკრეტული ღონისძიებები დაწყებულია. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების ნაწილი  ამ დროისთვის უკვე აღმოფხვრილია, ხოლო უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნის გათვალისწინებით, სრულად აღმოიფხვრება.  ეს ეხება, როგორც გარემოსდაცვითი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე მონიტორინგს, შემარბილებელ ღონისძიებებსა და შესაბამის ქმედებებს, მათ შორის - მშენებლობებს, რომლებიც უშუალოდ მიმართული იქნება გარემოსდაცვით საკითხებზე. ამ პროგრამის ფარგლებში, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი რისკი გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე, როგორიც არის მიწა, წყალი და ჰაერი.

და ბოლოს, კომპანია RMG ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორი, გადამხდელი და ექსპორტიორია. ამასთან ერთად კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 3000-ზე მეტია, რაც  მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონისთვის, ასევე ძლიერი და წარმატებული საქართველოსთვის“. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები