ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9562        EUR 3.3476        GBP 3.7328        RUB 4.2963        UAH 1.1144        AZN 1.7389        AMD 6.1284      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სააღდგომოდ კვერცხი ყველაზე იაფი Carrefour -ში, ყველაზე ძვირი კი გუდვილშია
მარიამ მინაძე
5 აპრილი, 2018, 14:09
სააღდგომოდ კვერცხი ყველაზე იაფი Carrefour -ში, ყველაზე ძვირი კი გუდვილშია

თბილისი (GBC) - სააღდგომო ციებ - ცხელებასთან ერთად დიასახლისები ხვალ, პარასკევს კვერცხის წითლად შესაღებად ემზადებიან.

სუპერმარკეტების ქსელებმაც არ დააყოვნეს და მათ ფასდაკლებები შესთავაზეს. GBC დაინტერესდა თუ რა ფასებს სთავაზობენ ქსელური მარკეტები მომხმარებელს.

აღმოჩნდა, რომ კვერცხის შეძენა მომხმარებელს ყველაზე იაფად, „კარფურის“ ქსელში შეუძლია, ყველა ძვირის გადახდა კი „გუდვილის“ ქსელში მოუწევთ.

გთავაზობთ კვერცხის ფასებს:

კარფური - სავანეთის, კოდას, კუმისისა და დილას კვერცხების შეძენა ცალობით არის შესაძლებელი, თითოეულის ფასი კი 24 თეთრია. აქცია 10 აპრილამდე გრძელდება.

ორი ნაბიჯი - კუმისის 15 ცალიანი შეფუთვა - 3.99 ლარი (ერთი ცალი - 26.6 თეთრი), კუმისი და კოდა - 10 ცალიანი შეფუთვით (მოზრდილი) – 3.35 ლარი (ერთი ცალი - 33.5 თეთრი), მცირე ზომის კუმისი 3.25 ლარი (32.5 თეთრი), ხოლო კოდა 2.79 ლარი (27.9 თეთრი).

ფრესკო - კოდა, 10 ცალიანი შეფუთვით - 2.69 ლარი (ერთი ცალი - 26.9 თეთრი). თუმცა ფრესკოში კვერცხის შეძენას ამ ფასად, მხოლოდ ფრესკოს ფასდაკლების ბარათით შეძლებთ, ბარათის გარეშე კი  მისი ფასი 2.83 ლარია (ერთი ცალი - 28.3 თეთრი).  ასევე აქვთ კვერცხი ცალობით, რომლის ღირებულებაც ფასდაკლების ბარათით 26 თეთრია, მის გარეშე კი 27 თეთრი.

სპარი - დილა, სავანეთი, კუმისი - 10 ცალიანი შეფუთვა 2.79 ლარი (ერთი ცალი 27.9 თეთრი). აქცია ხვალამდე გრძელდება.

ფუდმარტი - დილა, სავანეთი, კუმისი - 10 ცალიანი შეფუთვა 2.79 ლარი (ერთი ცალი 27.9 თეთრი).

სმარტი - კოდა, 15 ცალიანი შეფუთვა 4.20 ლარი (ერთი ცალი - 28 თეთრი), დილა 6 ცალიანი შეფუთვა –1.80 ლარი (ერთი ცალი - 30 თეთრი), ბონა 10 ცალიანი შეფუთვა - 3.05 ლარი (ერთი ცალი - 30.5 თეთრი), კუმისი 10 ცალიანი - 3.30 ლარი (33 თეთრი), კოდა - 3.35 ლარი (33.5 თეთრი), დილა - 3.40 ლარი (34 თეთრი).

ნიკორა - კოდა 18 ცალიანი შეფუთვა - 19 ლარი (ერთი ცალი - 28.3 თეთრი)

გუდვილი - კოდა, სავანეთი, კუმისი - 10 ცალიანი შეფუთვა 3.19 ლარი (ერთი ცალი 31.9 თეთრი), ხოლო დილა 10 ცალიანი შეფუთვით - 3.35 ლარია (ერთი ცალი - 33.5 თეთრი), დილას 15 ცალიანი შეფუთვა კი 5.29 ლარი (ერთი ცალი - 34.6 თეთრია). გუდვილის ქსელში შეძლებთ სოფლის კვერცხის შეძენასაც, თითოეულის 50 თეთრად.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები