ოქრო NYMEX(უნც.)  1204.40  -0.12%    |    პლატინა (უნც.)  803.20  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.19  -0.23%    |    პალადიუმი NYMEX  983  +0.61%    |    ნიკელი (ტონა)  12340  +0.55%    |    ალუმინი (ტონა)  2034  -0.07%    |    ნავთობი (Brent)  77.78  -0.35%    |    გაზი(NYMEX)  2828  +0.50%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.68  -3.09%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  97.25  -2.56%    |    ხორბალი (ტონა)  508.50  +0.30%    |   
 USD 2.6216        EUR 3.0854        GBP 3.4584        RUB 3.934        UAH 0.9346        AZN 1.5467        AMD 5.4151      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა – ეკოლოგიკა  გაიხსნა
11 აპრილი, 2018, 12:02
ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა – ეკოლოგიკა  გაიხსნა

თბილისი (GBC) - ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა – „ეკოლოგიკა“ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

პროექტი „ეკოლოგიკა“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის” ორგანიზებით ტარდება, ინტელექტუალურ-გასართობი და ეკოლოგიური შინაარსისაა და  ორივე რეგიონის 76 სკოლას აერთიანებს.

პროექტი ხორციელდება ზესტაფონისა და ჭიათურის სასწავლო დაწესებულებების  8-11 კლასის მოსწავლეებისთვის და ორი თვის პერიოდს მოიცავს.

„რამდენადაც ამ პროექტის ინიციატორი მე ვარ, ჩემთვის კარგად არის ცნობილი ამ ორ რაიონში პროექტის ჩატარების დიდი მნიშვნელობა. ოლიმპიადა „ეკოლოგიკას“ ფარგლებში კონკრეტული პროექტები განხორციელდება და ჩვენ ერთად მივეხმარებით ორ რეგიონს გარემოს დაცვის პრობლემების დაძლევაში. ვფიქრობ, საინტერესო პროექტია. ორი რაიონის მოსწავლეები ერთვებიან და ეკოლოგიურ პრობლემებზე ზრუნვას იწყებენ. ოლიმპიადა მოსწავლეეების მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას ემსახურება.  მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, რაც დადებით როლს შეასრულებს მომავალში”, - განაცხადა ჯორჯიან მანგანეზის“  მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, სკოლები ერთმანეთს სამ მიმართულებაში შეეჯიბრებიან: პირველი ეტაპზე – ინტელექტუალურ თამაშში მოწაფეებმა საბუნებისმეტყველო საგნების შესახებ კითხვებს უნდა უპასუხონ; მეორე ეტაპი სათავგადასავლო ტურნირს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, კონკრეტული ეკოლოგიური პროექტის თემის ამსახველი სლოგანის მოსაპოვებლად, სახალისო შეჯიბრი გაიმართება; ხოლო, მესამე ეტაპი სწრაფ, ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს – მოსწავლეებმა მხატვრულ ნაწარმოებებში სწრაფად უნდა აღმოაჩინონ შეცდომები და დაასახელონ ისინი.

„პროექტში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სპეციალური გასაღები, რომლის საშუალებითაც ის სკივრში ჩადებულ სლოგანს მოიპოვებს. ეს სლოგანები რეგიონებისთვის განკუთვნილ ეკოლოგიური პროექტების დავალებებს აერთიანებს (მოცემულია სახელწოდებების სახით). ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა მიეცემათ, ეკოლოგიურ თემებზე კონკრეტული პროექტები საკუთარი ხედვით წარმოადგინონ, რასაც, პროექტის სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზი“ რეგიონებში გამარჯვებული მოსწავლეების ჩართულობით განახორციელებს.

პროექტი შემეცნებითი, მასშტაბური და ინტერაქტიულია და ის მოსწავლეების განვითარებასა და მათთვის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. ამის გარდა, ეს არის სოციალურად უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას ორი რაიონის ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში“, -აღნიშნავენ ორგანიზატორები.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი და ოლიმპიადა ძალიან მასშტაბურად ჩატარდება. მაღალი იქნება აქტივობა, ინტერაქცია, რაც მოსწავლეების ჩართულობას განაპირობებს. ამ ოლიმპიადას დიდი მოლოდინით ვუყურებთ, რადგან ორივე რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - ამბობს ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის გენერალური დირექტორი, აკაკი გუჯაბიძე.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ გამარჯვებული მონაწილეებისთვის ფასიან საჩუქრებს დააწესებს.

პროექტი „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის თანასპონსორია „მანგანუმ ლოჯისტიკი“.

მხარდამჭერები არიან: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტს სლოგანი არ აქვს და აღსანიშნავია, რომ გახსნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავად მოიფიქრეს პროექტის  სლოგანები და ბანერზე ჩამოწერეს საკუთარი ვერსიები.

იხილეთ ფოტოკოლაჟი: 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები