ოქრო NYMEX(უნც.)  1307.60  -0.49%    |    პლატინა (უნც.)  908.90  -0.48%    |    ვერცხლი (უნც.)  16.34  -0.91%    |    პალადიუმი NYMEX  964.20  +0.22%    |    ნიკელი (ტონა)  13787.5  -1.32%    |    ალუმინი (ტონა)  2329.7  -0.62%    |    ნავთობი (Brent)  73.81  -3.10%    |    გაზი(NYMEX)  2.719  -0.80%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.36  -0.18%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.97  -0.62%    |    ხორბალი (ტონა)  519.25  +1.38%    |   
 USD 2.4365        EUR 2.8641        GBP 3.2661        RUB 3.9179        UAH 0.9339        AZN 1.437        AMD 5.0487      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დღეიდან Registration.ge დომეინის რეგისტრაციას აღარ ახორციელებს
მარიამ მინაძე
16 აპრილი, 2018, 16:09
დღეიდან Registration.ge  დომეინის რეგისტრაციას აღარ ახორციელებს

თბილისი (GBC) - Caucasus Online-ის Registration.ge -ის ვებ გვერდზე, მომხმარებლები საკუთარ დომეინებს ვეღარ დაარეგისტრირებენ.

2018 წლის 16 აპრილიდან ძალაში შევიდა .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესები, რომლის მიხედვითაც, "კავკასუს ონლაინი" ინარჩუნებს მხოლოდ .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორობის ფუნქციას, წყვეტს რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას, რაც ნიშნავს, რომ "კავკასუს ონლაინის" ფარგლებში ვეღარ განხორციელდება დომენური სახელის რეგისტრაცია და მომსახურების საფასურის გადახდა.

რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებენ  "კავკასუს ონლაინის" მიერ აკრედიტირებული 8 რეგისტრატორი კომპანია, რომლებიც განახორციელებენ დომენური სახელის რეგისტრაციას და მართვას. ესენი არიან GRENA, ProService, Domenebi.ge, registrator.ge, Regnest, Global R Com, Namespace, Cloud 9.

Caucasus Online-ში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომპანია 1 წლის განმავლობაში მუშაობდა წესების და პირობების განახლებაზე და ამ სტანდარტების შესაბამისად, არ შეიძლებოდა კავკასუსი ყოფილიყო რეგისტრატორიც.

ცვლილებების შედეგად, გაიზრდება ბაზარზე კონკურენცია, მომსახურების ხარისხი იქნება უფრო მიმზიდველი და მრავალფეროვანი.

Caucasus დარჩება მხოლოდ ადმინისტრატორი.

მათივე ცნობით, არსებულ დომეინის მფლობელებს ვადის ბოლომდე არანაირი ცვლილება არ შეეხებათ, რაც შეეხება ახალ მომხმარებლებს, მათთვის არანაირი ზედა ზღვარი დაწესებული არაა, თუმცა ჯერ ფასები არ შეცვლილა და კომპანიაში ჯანსაღი კონკურენციის იმედი აქვთ.

ერთადერთი ცვლილება მათი თქმით, საფასო პოლიტიკაში .com.ge დომეინის რეგისტრაციაა, რაც ორგანიზაციებისთვის პირველ ჯერზე უფასო იყო, ახლა კი წლიური გადასახადი 12 ლარი დაწესდა.

მესამე პირებსა და რეგისტრანტებს შორის დომენურ სახელებთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრი UDRP -ის (Uniform Domain Name Dispute Resolution Policy) შესაბამისად.

.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესები, რომელიც ძალაში 2018 წლის 16 აპრილიდან შევიდა, აუქმებს/სრულად ანაცვლებს „GE დომენის რეგისტრაციის წესების და პირობები“-ს დოკუმენტს და ვრცელდება ყველა დომენურ სახელზე, მათ შორის, 2018 წლის 16 აპრილამდე რეგისტრირებულ დომენურ სახელებზე.

დომეინების ადმინისტრატორის ვებ-გვერდია   - nic.ge 

შეგახსენებთ, დომეინის registration.ge-ზე .GE, .com.ge, .edu.ge, .org.ge, .gov.ge და სხვა დაბოლოების მქონე დომენური სახელის რეგისტრაცია იყო შესაძლებელი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები