ოქრო NYMEX(უნც.)  1282.50  +0.31%    |    პლატინა (უნც.)  887.90  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  16.54  +0.36%    |    პალადიუმი NYMEX  982.90  -0.20%    |    ნიკელი (ტონა)  15122.5  -0.31%    |    ალუმინი (ტონა)  2204.2  -0.37%    |    ნავთობი (Brent)  72.92  -0.72%    |    გაზი(NYMEX)  3035  +0.10%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.03  -1.88%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  117.55  0.00%    |    ხორბალი (ტონა)  497  -0.55%    |   
 USD 2.4586        EUR 2.8554        GBP 3.2591        RUB 3.8785        UAH 0.9336        AZN 1.4535        AMD 5.1008      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი  ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე ორი სტუდენტს დააფინანსებს
2 მაისი, 2018, 17:11
საქართველოს ბანკი  ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე ორი სტუდენტს დააფინანსებს

თბილისი (GBC) - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა და საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ განაცხადეს.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტორ პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში.

პროგრამის თანადაფინანსება  საქართველოს ბანკის მხრიდან გულისხმობს, თანხის გამოყოფას საქართველოდან ყოველწლიურად დამატებით ორი სტუდენტის დაფინანსებისთვის, რომელთაც სურთ სწავლა განაგრძონ ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა ან საინჟინრო მიმართულებით.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  ორი სტუდენტი აშშ –ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება.  სტუდენტები შეირჩევიან 2018 წლის შემოდგომაზე მიმდინარე კონკურსის შედეგად.

"განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკს არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული. აშშ მთავრობასთან და განათლების სამინისტროსთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა  ყოველწლიურად კიდევ ორ ახალგაზრდას მისცემს  საშუალებას მიიღოს დაფინანსება აშშ –ში წამყვანი უნივერსიტეტის ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის“,- განაცხადა  საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

აღსანიშნავია, რომ  2014-2017 წლებში  საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით კონკურსის 6 გამარჯვებული გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად.

საერთო ჯამში, საქართველოს ბანკის მიერ, ფულბრაიტის პროექტის დაფინანსების მოცულობამ 560,035 ლარია შადგინა.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრაგრამას მთელს მსოფლიოში.  პროგრამის კურსდამთავრებელებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახლემწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 1 აგვისტო. დაწვრილებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამერიკის საელჩოს ვებგვერდს: http://istudy.ge/

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები