ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5558        EUR 2.9154        GBP 3.2556        RUB 3.8054        UAH 0.923        AZN 1.5074        AMD 5.2849      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო აზიიდან ევროპისკენ დამისამართებული გზავნილების მარშრუტში ჩაერთვება
ფოტო: რადიო ფორტუნა
2 მაისი, 2018, 18:14
საქართველო აზიიდან  ევროპისკენ დამისამართებული გზავნილების მარშრუტში ჩაერთვება

თბილისი (GBC) –  საქართველო აზიიდან  ევროპისკენ დამისამართებული გზავნილების სატრანზიტო მარშრუტში ჩართვას გეგმავს.

ამის შესახებ „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS -ის სიმპოზიუმზე გამოსვლისას განაცხადა.

ლევან ჩიკვაიძის თქმით, ამ მიზნით, საქართველო ახალი დახარისხების ცენტრის მშენებლობას იწყებს.

„მიმდინარე წელს საფოსტო ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა ელექტრონული კომერციაა, ჩვენ ვგეგმავთ გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რომ ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან ევროპისკენ დამისამართებული გზავნილები სწორედ საქართველომ გაატაროს. ამისთვის წელს დავიწყებთ ახალი დახარისხების ცენტრის მშენებლობას, რომელიც უზრუნველყოფს გაზრდილ გზავნილთა რაოდენობის სწრაფ გამტარიანობას“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ და გატარებულ რეფორმებზე აღნიშნა, რამაც „საქართველოს ფოსტის“ სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიარება განაპირობა ევროპული და მსოფლიო საფოსტო გაერთიანებების მიერ.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები