ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2845        EUR 3.6363        GBP 4.0725        RUB 4.1226        UAH 1.1648        AZN 1.9321        AMD 6.5904      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზზე განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა
10 მაისი, 2018, 11:22
სებ-მა საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზზე განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა

თბილისი (GBC) -  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტი) 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევად განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა.

დიზაინერებმა 5 ლარის ნომინალის მონეტის ესკიზი უნდა შექმნან.

წინა კონკურსზე წარმოდგენილი ესკიზებიდან სებ-ის მოწონება ვერც ერთმა დაიმსახურა, სწორედ ამიტომ ახალი კონკურსი ცხადდება. საკონკურსო მასალების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს 2018 წლის 8 მაისიდან, 2018 წლის 22 მაისის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე (თბილისი 0114, სანაპიროს ქ. #2 საქართველოს ეროვნული ბანკი)

შეგახსენებთ, რომ 1919 წლის მოწვევის დამფუძნებელი კრება იყო პირველი ქართული პარლამენტი, რომელიც შეიქმნა საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შედეგად. 2019 წელს, საქართველო ამ თარიღის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები