ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9723        EUR 3.2779        GBP 3.8265        RUB 4.6531        UAH 1.2273        AZN 1.7487        AMD 6.2169      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ექსპერტი: თუ მთავრობა დააზღვევს პირველი დანაკარგის ტრანშს, მოხდება ინვესტირება მაღალ-ამონაგებიან ფინანსურ ინსტრუმენტში
მარიამ მინაძე
10 მაისი, 2018, 16:35
ექსპერტი: თუ მთავრობა დააზღვევს  პირველი დანაკარგის ტრანშს, მოხდება ინვესტირება მაღალ-ამონაგებიან ფინანსურ ინსტრუმენტში

თბილისი (GBC) – ბიზნესის მიერ კრედიტების დაბრუნების საგარანტიო ფონდის შექმნას  ფინანსისტი ლევან სურგულაძე „სწორ მიდგომას“ უწოდებს და იმ სავარაუდო სქემას შიფრავს, რაც ამ იდეას ყველასათვის მომგებიანს გახდის.

GBC - სთან საუბრისას ფინანსისტი ამბობს, რომ პროექტი შეიძლება განხორციელდეს ისეთი ფინანსური სტრუქტურირებით, სადაც მთავრობა ან სხვა რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი დააზღვევს დაკრედიტების მაღალრისკიან, ე.წ., „პირველი დანაკარგის ტრანშს“ , რასაც  ცალსახად ვერ დავარქმევთ გადასახადის გადამხდელთა  ფულის გაფლანგვას - ეს იქნება ინვესტირება მაღალ ამონაგებიან ფინანსურ ინსტრუმენტში. ამავე დროს, საკრედიტო რესურსის გაიაფების მიზნით, შესაძლოა ასეთი დაზღვევის გარკვეული სუბსიდირებაც. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ეკონომიკის სტიმულირება საიდანაც ბენეფიტებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, პირველ რიგში, გადასახადის გადამხდელები მიიღებენ.

სურგულაძის შეფასებით, შესაძლებელია სახელმწიფოს ან, მისი ორგანიზებით, რომელიმე საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა: „არსებობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ ასეთი ტიპის პროექტებში და შესაბამისი სარგებლის (პრემიის) სანაცვლოდ ან სუბსიდიის სახით აზღვევენ „პირველი დანაკარგის ტრანშს“, რომელიც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 15-20%-ზე მეტი არ უნდა იყოს და ეს ვფიქრობ უფრო სწორი მიდგომაა, თუმცა შესაძლოა ეს სახელმწიფომ თავის თავზეც აიღოს“.

ლევან სურგულაძის შეფასებით, სტარტაპების საკრედიტო პორტფელი 50 მილიონი რომც იყოს, მაშინ „პირველი დანაკარგის ტრანში“ სავარაუდოდ 7-10 მილიონი იქნება, რომლის დაზღვევაც არ იქნება პრობლემატური მაღალი დანაკარგების რისკის თვალსაზრისით.“

მისივე თქმით, თუ ამ პროექტის შემუშავებაში და ტრანზაქციის სტრუქტურირებაში  შესაბამისი ექსპერტიზის მქონე ფინანსური და სამართლებრივი გუნდი იმუშავებს - განხორციელება რამოდენიმე თვეში იქნება შესაძლებელი. თუმცა მისი განცხადებით, პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს სტარტაპ პროექტების და შესაბამისი ბიზნეს გეგმების ეფექტურად და ობიეტურად შეფასების მექანიზმი, მოხდეს პროექტების წინასწარი შერჩევა და განისაზღვროს საწყისი საკრედიტო პორტფელის მოცულობა.

ლევან სურგულაძე ფინანსთა სამინისტროს მიერ ახლახანს დაანონსებულ რეფორმებსაც ეხმაურება: „გასათვალისწინებელია ახალი საგადასახადო რეგულაცია: 500,000-მდე წლიური დეკლალირებული შემოსავალი, გამარტივებული წესით, სიმბოლური 1%-ით დაიბეგრება. სესხებზე შეზღუდვების დაწესება კი სტიმულს მისცემს და ხელს შეუწყობს "ჩრდილოვანი" შემოსავლების (არსებობის შემთხვევაში) "გათეთრებას". ასეთ მსესხებლებს ბანკში შემოსავლების დადასტურება აღარ გაუჭირდებათ. იმათ, ვისაც არც "გასათეთრებელი" და არც არანაირი შემოსავალი არ აქვთ, ბანკმა სესხი არ უნდა მისცეს - ვერ დააბრუნებენ ძალიან დიდი ალბათობით და ბანკი დაკარგავს იმ ფულს, რომელიც მას მეანაბრემ მიაბარა შესანახად. მეანაბრეების ინტერესებიც ხომ უნდა დავიცვათ. თუმცა, რეგულაცია უშვებს, რომ ბანკებმა გასცენ ძალიან მაღალი რისკის შემცველი სესხებიც, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით (საზედამხედველო კაპიტალის 25%-მდე ჯამში) ისე, რომ მათი საკრედიტო პორტფელის ჯამური რისკი დარჩეს უსაფრთხო დონეზე. საგადასახადო და საკრედიტო რეფორმის ერთდროულ გატარებაში ნამდვილად არის მნიშვნელოვანი სინერგია და ვფიქრობ, რომ დროულია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები