ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5779        EUR 2.9344        GBP 3.2752        RUB 3.8267        UAH 0.9256        AZN 1.5162        AMD 5.3351      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
აჭარა ჯგუფმა Stamba Hotel -ი ოფიციალურად გახსნა
15 მაისი, 2018, 22:58
 აჭარა ჯგუფმა Stamba Hotel -ი ოფიციალურად გახსნა

თბილისი (GBC) - აჭარა ჯგუფმა Stamba Hotel -ი ოფიციალურად გახსნა. 

ახალ სასტუმროს გასახსნელად, რომელიც გამომცემლობა სამშობლოს შენობის ნაწილშია განთავსებული, 45 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

სასტუმროში 600 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა,  სრულად ამოქმედების შედეგ მათი რაოდენობა 750 -მდე გაიზრდება. მთლიანად  „აჭარა ჯგუფში“ კი, 5500 ადამიანია დასაქმებული. 

"სიტყვები არ მყოფნის აღვწერო, თუ რა შთაბეჭდილებები მაქვს. ნამდვილად, განსაკუთრებული და უნიკალური სასტუმროა თავისი ორიგინალური სტილით, რაც გამოარჩევს „აჭარა ჯგუფს“ სხვა ბიზნესჯგუფებისგან. „Rooms Hotel“ მოგეხსენებათ, თუ რამდენად პოპულარულია. ის გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრენდი, არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი ქვეყნის და რეგიონული მასშტაბით და დარწმუნებული ვარ, რომ „Stamba Hotel“ - რომელშიც ძალიან კარგად ერწყმის ერთმანეთს სიძველე და მოდერნი და აბსოლუტურად უნიკალური და გამორჩეულია, იქნება ასეთივე მიზიდულობის ცენტრი, არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ თბილისელებისთვის, მთელი საქართველოს მცხოვრებლებისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

სასტუმროში 42 ნომერი ფუნქციონირებს.   სასტუმროში განთავსებულია „კაფე სატმბა“ (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეეძლებათ ადგილობრივი ფერმერების აგრო-პროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო  დააგემოვნონ.

 „აჭარა ჯგუფის“ არქიტექტურული გუნდის, Adjara Arch Group-ის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც. პროექტი „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა; სასტუმრო, გამორჩეული ინტერიერით, Design Hotels-ის წევრი გახდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები