ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.7026        EUR 3.1134        GBP 3.5485        RUB 4.1226        UAH 0.9637        AZN 1.5945        AMD 5.5954      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სასტუმრო ბორჯომ-ლიკანის 50%-იანი წილის საპარტნიორო ფონდისთვის გადაცემაზე ხელშეკრულება გაფორმდა
17 მაისი, 2018, 21:21
სასტუმრო ბორჯომ-ლიკანის 50%-იანი წილის საპარტნიორო ფონდისთვის გადაცემაზე ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისი (GBC) - ყაზახურმა მხარემ სასტუმრო „ბორჯომ- ლიკანის“  ( ყოფილი "რიქსოს ბორჯომი") 50%-იანი წილი ოფიციალურად დათმო.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის ყაზახეთში ვიზიტისას „საპარტნიორო ფონდსა“ და „ყაზმუნაი გაზ სერვისს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, „საპარტნიორო ფონდისთვის“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ წილის გადაცემას გულისხმობს.

დოკუმენტს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და „ყაზმუნაი გაზ სერვისის“ გენერალურმა დირექტორმა კაირატ მაირამოვიჩ ასკაროვმა მოაწერეს.

ამ შეხვედრაზე  მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდსა“ და „ყაზმუნაი გაზს“ შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი სამომავლო პროექტებიც განიხილეს;   ასევე, საქართველო-ყაზახეთს შორის ტურიზმის სექტორში ურთიერთობის გასააქტიურებლად კონკრეტული ამოცანები დასახეს;

შეხვედრაზე მყოფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ აჭარის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით, საქართველოს შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში დავით საგანელიძემ  ეკონომიკურ ფორუმში Global challenges summit 2018 მიიღო მონაწილეობა.  ასტანაში გამართული ეკონომიკური ფორუმი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გახსნა. ფორუმი ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა გლობალური განვითარება, ციფრული ეკონომიკა და თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიები.

საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ასტანაში გამართული სამთავრობო შეხვედრების გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები