ოქრო NYMEX(უნც.)  1.282.85  +0.22%    |    პლატინა (უნც.)  794.35  -0.97%    |    ვერცხლი (უნც.)  15.30  -0.66%    |    პალადიუმი NYMEX  1.302.35  -2.45%    |    ნიკელი (ტონა)  11.647.5  -1.42%    |    ალუმინი (ტონა)  1.863.75  +0.75%    |    ნავთობი (Brent)  61.41  -2.12%    |    გაზი(NYMEX)  3.250  -6.66%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.93  -0.77%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  104.67  -0.27%    |    ხორბალი (ტონა)  519.12  +0.47%    |   
 USD 2.6611        EUR 3.0233        GBP 3.4363        RUB 3.9996        UAH 0.9553        AZN 1.565        AMD 5.4981      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გიორგი გაჩეჩილაძე:  პროგრამა აწარმოე საქართველოში რომ არა, საწარმოში ფულის ჩადებას ვერ გავრისკავდით და არ ჩავდებდით
11 ივნისი, 2018, 15:04
გიორგი გაჩეჩილაძე:  პროგრამა აწარმოე საქართველოში რომ არა, საწარმოში ფულის ჩადებას ვერ გავრისკავდით და არ ჩავდებდით

თბილისი (GBC) - ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეფექტურად მიმდინარეობს. ჩვენც მისი ბენეფიციარები ვართ. რომ არა ეკონომიკის  სამინისტროს ეს პროექტი, ჩვენ ამ საწარმოში ფულის ჩადებას ვერ გავრისკავდით და არ ჩავდებდით,“ - განაცხადა შპს „ტიფლის ტექსტილის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ.

აღნიშნული საწარმო პროგრამის ორი კომპონენტით სარგებლობს -  ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით.  

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ის ძვირი ფული, რომელიც ბაზარზე არსებობს საკრედიტო რესურსის სახით, ჩვენთვის 2 წლის მანძილზე იაფი ყოფილიყო. ამან გადაგვაწყვეტინა, ინვესტიცია ქარხნის მშენებლობაში ჩაგვედო,“ - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

„ტიფლის ტექსტილი“ ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებას გეგმავს. „ეს ის მიმართულებაა, რითაც ადგილად შევძლებთ ევროგაერთიანების ბაზარზე შესვლას. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან, რითაც აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ,“ - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.  

მან იმედი გამოთქვა, რომ პროგრამის  შესაძლებლობით ბევრი ისარგებლებს და საქართველოს მასშტაბით კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შპს „ტიფლის ტექსტილს“ საწარმოს ასაშენებლად თბილისში, საიროს ქუჩის 81-ის მიმდებარედ 9492  კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა. ასევე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თითქმის 190 000 ლარის თანადაფინანსება მოხდა სახელმწიფოს მხრიდან. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ, შპს „ტიფლის ტექსტილ“ საწარმოს თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 6 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები