ოქრო NYMEX(უნც.)  1.250.10  -0.14%    |    პლატინა (უნც.)  789.70  -0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  14.74  -0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.184.20  -0.29%    |    ნიკელი (ტონა)  11.000  +0.02%    |    ალუმინი (ტონა)  1.938  +0.04%    |    ნავთობი (Brent)  60.10  -0.89%    |    გაზი(NYMEX)  3.619  +1.37%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.48  -1.34%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  100.30  -1.91%    |    ხორბალი (ტონა)  532.75  -0.42%    |   
 USD 2.6655        EUR 3.0352        GBP 3.3719        RUB 3.9895        UAH 0.9581        AZN 1.5719        AMD 5.4959      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრეზიდენტი: ეს მასკარადი უნდა დამთავრდეს
14 ივნისი, 2018, 10:18
პრეზიდენტი: ეს მასკარადი უნდა დამთავრდეს

თბილისი (GBC) - ეს მასკარადი, როცა არ ვიცით,  რა პრინციპით მიდიან და ირჩევიან პრემიერ-მინისტრები, უნდა დამთავრდეს, - პრეზიდენტმა პრემიერად მოსვლისკენ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, თქვა, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც შესაბამისი იქნება ევროპულ მოდელთან. 

"ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის გასაგებია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის არჩევაზე, რომლის მიმართ არ გაჩნდება კითხვები რატომ წავიდა თანამდებობიდან და რომელიც პასუხისმგებელია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აქვს ძალაუფლება და შესაძლებლობა  ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების. ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა ", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაზე ისაუბრა. თქვა, რომ ვერ იტყოდა, რომ მისი საქმიანობა წარუმატებელი იყო და ერთმნიშვნელოვნად ვერ შეაფასებს მას, როგორც წარუმატებელს და უარყოფითს.  

"მე მიმუშავია 4 მაღალ  თანამდებობის პირთან და მინდა ვთქვა, რომ ბატონი გიორგი იყო ყველაზე კომფორტული სამუშაოდ, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით რასაც აკეთებდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

თქვა, რომ გაუგებარია მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებზე აპელირება და გვერდის ავლა იმ საკითხზე, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და ეს არის სამართლიანი მართლმსაჯულების საკითხებს. 

სამთავრობო ცვლილებებზე შეფასებები პრეზიდენტმა ბათუმში მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე - “საქართველოს ევროპული გზა” გააკეთა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები