ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.684        EUR 3.0458        GBP 3.5539        RUB 4.159        UAH 0.9889        AZN 1.5833        AMD 5.5113      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჭუბერში  სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია
6 ივლისი, 2018, 18:35
ჭუბერში  სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია

თბილისი (GBC) - ჭუბერში  სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები, რომლებმაც სტიქიის ზონაში ვერტმფრენიდან მდინარე ნენსკრას სათავეები დაათვალიერეს. 

ამ ეტაპზე, სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია; მდინარის ცალკეულ უბნებზე შეგუბებებს ადგილი არა აქვს. მასშტაბური სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

მათი განმარტებით, მდინარე ნენსკრას აუზში მოსული ძლიერი ნალექის და მყინვარების ინტენსიური დნობით გამოწვეული მაღალი წყლიანობის გამო, მდინარის ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გაჩენასა და გააქტიურებას, რამაც მდინარის ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების შეგუბება და ღვარცოფული პროცესების ფორმირება გამოიწვია.

მდინარის წყლის დონის მატების შედეგად, წარეცხილია მდინარის ნაპირები. 
სინოპტიკოსების ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე, 6 ივლისის 17:00 საათიდან 7 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი; 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან ხეობაში მიმდინარე პროცესებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები