ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9349        EUR 3.1066        GBP 3.6049        RUB 5.425        UAH 0.9936        AZN 1.7325        AMD 7.1934      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მაკა ასათიანი: მთელ ჩემს რესურს გამოვიყენებ, რათა დონორებს და დამფუძნებლებს დავანახო რა ხდება  TI-Georgia-ს  შიგნით
13 ივლისი, 2018, 17:29
მაკა ასათიანი: მთელ ჩემს რესურს გამოვიყენებ, რათა დონორებს და დამფუძნებლებს დავანახო  რა ხდება  TI-Georgia-ს  შიგნით

თბილისი (GBC) - მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ არაობიექტურობაში ადანაშაულებს და  ორგანიზაციის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებს აანონსებს.

„მთელ ჩემს საერთაშორისო რესურს გამოვიყენებ, რათა, სახელმწიფოებს და მათ საელჩოებს საქართველოში რეალურად  დავანახო, თუ რა ხდება აღნიშნული ორგანიზაციის შიგნით“, -  განაცხადა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე მაკა ასათიანმა.

მისი თქმით,   „საქართველოში მერსედესის წარმომადგენლობის“ და მაკა ასათიანის ადვოკატებსა და  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შორის გამართული შეხვედრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ჰქონდა შეცდომის გამოსწორების შანსი, თუმცა არ გამოუენა, პირიქით, „კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინეს მათი კომპეტენტურობისა და ობიექტურობის შესახებ“.

„შეცდომის დაშვება, ეს ერთი ეტაპია - საპატიებელი, ხოლო მეორე ეტაპი, როდესაც იცი თუ რა შეცდომა დაუშვი, შეგიძლია გამოასწორო, თუმცა, სამწუხაროდ, ამას არ აკეთებ.  ეს უკვე დანაშაულია და იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა მისიის მატარებელია თქვენი ორგანიზაცია, ეს უკვე ცდება ერთი კონკრეტული ბიზნესის თუ ოჯახის მიმართ დანაშაულს. ეს კი მე, როგორც ამ ქვეყნის საზოგადოების წევრს, მიჩენს ვალდებულებას, როგორც ერთხელ, ერთად თანადგომით მოვახერხეთ საზოგადოებამ გაგვეთავისუფლებინა ქვეყანა უსამართლო რეჟიმისგან, ახლაც კვლავ ვიბრძოლო და შეგახსენოთ, რომ მაშინ როდესაც ხდება უსამართლობა ხელისუფლებების, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვა ნებისმიერი პირის მიერ, მთავარი შემფასებელი, მაკონტროლებელი და განაჩენის გამომტანი, ქართული საზოგადოებაა და არა სხვა ვინმე, თუნდაც თქვენ“, - მიმართავს ასათიანი არასამთავრობო ორგანიზაციას.

მისი თქმით,  მოახდენს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დამფუძნებელი და დონორი ორგანიზიების ინფორმირებას, რომ „ ამ სახელმწიფოების მიერ, ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად გამოყოფილ ფულს, მათ მიერ დაქირავებული ადამიანები ტყუილების, ბიზნესზე ზეწოლის და უკვე არც იმას გამოვრიცხავ, რომ „შეკვეთების“ შესრულებაში ხარჯავენ“.

„ჩემი ოჯახის რეპუტაციისა და პირადი ბიზნესის ინტერესების მიღმა, გაცილებით დიდ საფრთხეს ვხედავ. ასეთი „მონიტორინგის განმახორციელებელი“ არ სჭირდება ჩემს ქვეყანას,  თუ ისინი ანალოგიურად იქცევიან სხვა კვლევებშიც, ეს ნამდვილად არ უნდა შედიოდეს არც ჩვენი და არც მათი დამფინანსებელი სახელმწიფოების ინტერესებში. არავის შევარჩენ, როგორც ჩემი ოჯახის, ასევე ქვეყნის მიმართ უსამართლობას. არ შემოვიფარგლები მხოლოდ სასამართლო დავით, მთელ ჩემს საერთაშორისო რესურს გამოვიყენებ, რათა, სახელმწიფოებს და მათ საელჩოებს საქართველოში რეალურად გამჭვირვალედ დავანახო, თუ რა ხდება აღნიშნული ორგანიზაციის შიგნით“, - განაცხადა ბრიფინგზე ასათიანმა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 5 ივლისს გამოქვეყნებულ კვლევას „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“, სადაც ერთ-ერთი და ჯერ კიდევ სასამართლოში მიმდინარე ერთადერთი საქმე,   „მერსედესის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს (შპს „აკა“) დავაა განხილული.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები