






USD | 2.8657 |
EUR | 3.0689 |
GBP | 3.6108 |
TRY | 0.1748 |

თბილისი (GBC) - დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე "ანბანის ბაღში" არსებულ მწვანე სივრცეში სპორტული მაღაზიის მშენებლობა შეჩერებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება მისი დემონტაჟი.
თბილისის მერი ამობობს, რომ დაუშვებელია რეკრეაციულ სივრცეებში მშენებლობების განხორციელება
"მიუხედავად იმისა, რომ არც მე და არც ჩვენს გუნდს, ახალი სავაჭრო ობიექტების განთავსების და ზოგადად, ბიზნესაქტივობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ, რომ არ დავუშვებ რეკრეაციულ სივრცეებში მშენებლობების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. უახლოეს პერიოდში დაიწყება ამ მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი და პროექტის დეველოპერებთან ურთიერთობას თავად მერია დაარეგულირებს,"- კახა კალაძე.
კალაძე ამბობს, რომ მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული. მერმა მოადგილეებს დაავალა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ადგილმონაცვლეობა. ამ კონკრეტულ ლოკაციაზე კი, არ არის ამ პროექტის განხორციელება მიუღებელია.