ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9077        EUR 3.0403        GBP 3.5108        RUB 5.3109        UAH 0.9842        AZN 1.7175        AMD 7.1618      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საპარტნიორო ფონდის  მხარდაჭერით, ლოპოტას კომპლექსის გაფართოების მეორე ფაზა დასრულდა
25 ივლისი, 2018, 14:42
საპარტნიორო ფონდის  მხარდაჭერით, ლოპოტას კომპლექსის გაფართოების მეორე ფაზა დასრულდა

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით, სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა დასრულდა.

ლოპოტას განახლებული დასასვენებელი კომპლექსი სტუმრების მისაღებად უკე მზად არის.

გაფართოების პროექტის ფარგლებში, დამატებით 84-ნომრიანი სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობა, 600-ადგილიანი ღონისძიებების დარბაზი,  რესტორანი, ბუნგალო, ფიტნეს კლუბი, დახურული და ღია საცურაო აუზები აშენდა.

მეორე ფაზის სამუშაოები „საპარტნიორო ფონდმა“ 5,4 მლნ აშშ დოლარით დააფინანსა.

პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში კი ტერიტორიაზე „შატო ბუერას“  მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ღვინის საწარმოს და რესტორანს გააერთიანებს.

„საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით, განახლებული ლოპოტას ტურისტული კომპლექსი უფრო მეტ დატვირთვას შეიძენს და რეგიონის შემოსავლებსა და ადგილობრივების დასაქმებაზე დადებითად აისახება. „საპარტნიორო ფონდისთვის“ ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მიხარია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ გუნდმა კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. ქვეყანას ექნება გაცილებით უფრო მასშტაბური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ლოკაცია, რომელიც უცხოელი დამსვენებლების მოზიდვის გარდა, ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„ლოპოტას ტბა ათწლეულების განმავლობაში, მხოლოდ სათევზაო ადგილი გახლდათ და საქართველოს ტურისტულ რუკაზე მონიშნულიც არ იყო.  დღეს კახეთის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. ეს პროცესი ჯანსაღ კონკურენციას იწვევს. შესაბამისად, ჩვენ ვზრუნავთ სასტუმროს განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით“,  -  განაცხადა „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელმა გიორგი მაისურაძემ.

კახეთში  უმაღლესი კლასის სასტუმროს „ლოპოტა სპა რეზორტის“ სამშენებლო სამუშაოები კომპანია „სი აი სი"-მ (CIC) შეასრულა, მშენებლობას ზედამხედველობა კომპანია Colliers-მა გაუწია, ხოლო ინტერიერ/ექსტერიერზე კომპანია „არქიტექტურული ორკესტრმა" იმუშავა.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან 7 მილიონი „თი-ბი-სი“ ბანკის თანამონაწილეობაა.

„ლოპოტას  „თი ბი სი“ ბანკის იმ კლიენტებს შორის უკავია მნიშვნელოვანი ადგილი, რომელთა ისტორია „თი ბი სი“-სთან ერთად იწყება და მათი წარმატება ბანკთან არის დაკავშირებული. მოხარული ვართ, რომ ლოპოტამ  „საპარტნიორო ფონდისგან“ ახალი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რაც  კომპანიის ზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. წარმატებებს ვუსურვებთ ლოპოტას და მის მენეჯმენტს“, განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ გაფართოებამდე 102 სასტუმრო ოთახს მოიცავდა. ტერიტორიაზე ამჟამად ფუნქციონირებს სპა ცენტრი, კახური რესტორანი, ღვინის რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ღია ბუნგალოები, გრილ კუთხე, All Day Dining რესტორანი, რუსული აბანო, ღამის კლუბი, საჯინიბო და სხვადასხვა ტიპის გასართობი საშუალებები.

 სასტუმრო ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 250 ადამიანი, საიდანაც 180 ადგილობრივი კადრია.

საპარტნორო ფონდში აღნიშნავენ, რომ ტურიზმის სექტორი და უძრავი ქონების მიმართულებით, ქვეყნის რეგიონული განვითარება  ფონდისთვის პრიორიტეტია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები