ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.084        EUR 3.513        GBP 4.1992        RUB 4.0371        UAH 1.0863        AZN 1.8168        AMD 6.4082      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რა სიმძლავრის ქარის ენერგიის მიღებას შეძლებს ელექტროსისტემა  შემოდგომაზე გახდება ცნობილი
მარიამ მინაძე
1 აგვისტო, 2018, 16:08
რა სიმძლავრის ქარის ენერგიის მიღებას შეძლებს ელექტროსისტემა  შემოდგომაზე გახდება ცნობილი

თბილისი (GBC) - ქარის ენერგიით გამომუშავებული რა სიმძლავრის მიღება შეეძლება საქართველოს ელექტროსისტემას შემოდგომაზე  გახდება ცნობილი.

საუბარია არასტაბილურ ენერგიაზე, მაგალითად ქარზე, რომელსაც დაბალანსება სჭირდება. შესაბამისად, სახელმწიფო ელექტროსისტემას გარკვეული ხარჯისა და ნაბიჯების გადადგმა უწევს.

სსე-ს განცხადებით, ჯერ კვლევის პირველადი შედეგებიც  არ მიუღიათ.  შესწავლა ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება, იქამდე კი ქსელზე მიერთებისთვის ტექნიკური პირობების გაცემა შეჩერებულია.

კვლევის დასრულებას ელის საქართველოს კაპიტალის შვილობილი "ჯორჯიან გლობალ უთილითიზიც". GGU-ს  დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე GBC- სთან აცხადებს, რომ კომპანია მოლოდინის რეჟიმშია.

შესასწავლი 7 ობიექტიდან კვლევა 2 ლოკაციაზეა დასრულებული.  რაც შეეხება სხვა ლოკაციებზე ქარის პოტენციალის განსაზღვრას, გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ არიან მოლოდინის რეჟიმში, თუ რა შედეგებს დადებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი პროექტები ისეთია, რომ მისაღები და მორგებული იქნება სსე-ს დასკვნასთან და სისტემას პრობლემას არ შეუქმნის“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, ქარის პოტენციალის შესწავლა ინვესტორმა გასულ წელს დაიწყო, რისთვისაც შერჩეულ 7 ტერიტორიაზე ქარის გამზომები დააყენეს, რათა ქარის სიმძლავრეს ერთი წელი დაკვირვებოდნენ.

კომპანია კვლევების საფუძველზე პირველ ეტაპზე, სამი წლის განმავლობაში 200 მგვტ-ის განვითარებას გეგმავს, რაშიც 250-300 მილიონის ინვესტირება მოხდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები