ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.6821        EUR 3.0327        GBP 3.5254        RUB 4.1751        UAH 0.9962        AZN 1.5784        AMD 5.5244      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
 ჯორჯიან მანგანეზმა  ჭიათურაში  გზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა (VIDEO)
1 აგვისტო, 2018, 16:20
 ჯორჯიან მანგანეზმა  ჭიათურაში  გზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა (VIDEO)

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის სამშენებლო-სარემონტო მიმართულების ბრიგადამ ითხვისიდან ცენტრალური გამამდიდრებელი ფაბრიკების მიმართულებით, საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. 

კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, გზის ის მონაკვეთები აღადგინა, რომელიც უამინდობის დროს გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. ჯამში, აღდგენილია 7 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთი, მკვეთრ მოსახვევებში დამცავი ბარიერები მოეწყო.

“შექმნილია სპეციალური ბრიგადა, რომელიც რეაბილიტაციას ჩაუტარებს სატვირთო საბაგირო გზის ქვეშ მდებარე დამცავ ტერასებსაც, ასევე, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა. აღნიშნული პროექტების განხორციელების თხოვნით, „ჯორჯიან მანგანეზს“ მოსახლეობამ მიმართა. ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს, ადგილობრივების თხოვნა გაითვალისწინოს და ამ შემთხვევაშიც დავეხმარეთ მათ“, – განაცხადა მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან აბრამიშვილმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები