ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5779        EUR 2.9344        GBP 3.2752        RUB 3.8267        UAH 0.9256        AZN 1.5162        AMD 5.3351      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჰუალინგ ჯგუფმა ეკონომიკის სამინისტროს ექს-შენობის რეკონსტრუქციისთვის ესკიზი შეათანხმა
1 აგვისტო, 2018, 18:21
ჰუალინგ ჯგუფმა ეკონომიკის სამინისტროს ექს-შენობის რეკონსტრუქციისთვის ესკიზი შეათანხმა

თბილისი (GBC) - ჰუალინგ ჯგუფმა თბილისის  მერიასათან ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის რეკონსტრუქციისთვის ესკიზი შეათანხმა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სასტუმროს პროექტის მიხედვით, ინვესტორი არსებული შენობის გაფართოებას გეგმავს. თუმცა, კომპანიას ჯერ დეტალური პროექტი მერიასთან არ შეუთანხმებია, შესაბამისად, არც სამშენებლო ნებართვა მიუღია.

ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, „ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადა 2019 წლის 20 აპრილამდე აქვს. თუ ამ ვადაში კომპანია არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს არ აამოქმედებს, მას სავარაუდოდ დააჯარიმებენ.

შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო განთავსებული, 2015 წლის 26 ივნისს 9.450 მლნ  დოლარად გაიყიდა. ეკონომიკის სამინისტრომ შენობა 2016 წელს დაცალა და ჭოველიძის ქუჩაზე, ნაქირავებ შენობაში გადავიდა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები