ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5558        EUR 2.9154        GBP 3.2556        RUB 3.8054        UAH 0.923        AZN 1.5074        AMD 5.2849      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ სატვირთო გადაზიდვების სიჩქარე 80კმ/სთ -მდე გაიზრდება
10 აგვისტო, 2018, 17:27
რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ სატვირთო გადაზიდვების სიჩქარე 80კმ/სთ -მდე გაიზრდება

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

260.1 მილიონი ფრანკის ღირებულების პროექტი, ახალი გვირაბების  და ხიდებით მშენებლობით რკინიგზის გამტარუნარიანობას გაზრდის, მგზავრობის დროს კი, მკვეთრად  შეამცირებს.

რა სამუშაოებია ამ დროისათვის შესრულებული და როდის შევა ექსპლუატაციაში მოდერნიზებული რკინიგზა, კითხვებით „საქართველოს რკინიგზას“ მივმართეთ.

-რა ეტაპზეა თბილისი-ბათუმის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი? რა არის ამ ეტაპისთვის აშენებული და რა ინფრასტრუქტურის მშენებლობაა დარჩენილი?

- საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ექვსივე გვირაბის მშენებლობა დასრულებულია. მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი, ქვიშხეთი-ზვარეს 8350-მეტრიანი ორი საოპერაციო სარკინიგზო გვირაბი. ასევე დასრულდა ბეჟათუბნის, ბაზალეთის, ანეულასა და ძირულას გვირაბების მშენებლობა. გრძელდება სამუშაოები სარკინიგზო ხიდების, ათეულობით დამცავი კედლისა და წყალგამტარი ნაგებობის მოსაწყობად. ჯამურად, დასრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 84%.

ექვსივე გვირაბი მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია, რაც თავისთავად გულისხმობს უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით, რკინიგზის ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდასა და მგზავრობის დროის შემცირებას. პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მაჩვენებლები. ზესტაფონი-ხარაგაულისა და მოლითი-ქვიშხეთის მონაკვეთებზე არსებული 29%-ის ნაცვლად მაქსიმალური ქანობი  17,5 %-მდე დაიწევს, ხოლო მრუდის მაქსიმალური რადიუსი 200-დან მინიმუმ 400 მეტრამდე გაიზრდება. ამ მაჩვენებლების ცვლილება  საშუალებას მოგვცემს უღელტეხილის რეაბილიტირებულ  მონაკვეთზე სატვირთო გადაზიდვებისთვის სიჩქარე 80 კმ/სთ,  სამგზავრო მატარებლებისთვის კი 120 კმ/სთ გაიზარდოს. ყოველივე ზემოაღნიშნული შეამცირებს არსებული ინფრასტრუქტურის საოპერაციო ხარჯებს და რკინიგზის გამტარუნარიანობას წელიწადში 27-დან  48 მილიონ ტონამდე გაზრდის.

მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში 12 სარკინიგზო ხიდის მშენებლობაც მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ზესტაფონი-შორაპნის მონაკვეთზე 2 400 მეტრი ლიანდაგის დაგება დასრულდა. დამცავი კედელი აშენდა მდინარე რიონზე, რომელიც სარკინიგზო ხიდის ბურჯებს დაზიანებისგან დაიცავს. ხარაგაული-ლაშეს მიმართულებით 4 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი უახლოეს პერიოდში ორლიანდაგიანი გახდება.

-რა ინვესტიცია იხარჯება სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციისთვის

მოდერნიზაციის პროექტის ღირებულება 260.126 მლნ  შვეიცარიული ფრანკია და იგი სრულად საქართველოს რკინიგზის შემოსავლებიდან ფინანსდება.

-როდის დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაცია და როგორი იქნება მისი გამტარუნარიანობა?

ქვეყნის რკინიგზის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება 2019 წლის დეკემბრამდე დასრულდება. პროექტის დასრულების შემდგომ, გაუმჯობესდება ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა მგზავრობის დრო და სატვირთო გამტარუნარიანობა, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს, როგორც ევრო-აზიური სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.

მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კომპანია მიკროპროცესორული ტიპის მართვის სისტემებზეც გადადის. ე.წ. მპც-დღეს არსებული სარელეო ელექტრული ცენტრალიზაციის, ე. წ. სცბ-ს ფუნქციურ ანალოგს წარმოადგენს. ახალი სისტემის დანერგვა სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობისა და მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოების გაზრდას ითვალისწინებს.

გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის საშუალებით, საქართველოს სარკინიგზო დერეფანი საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებისათვის მეტად მიმზიდველი გახდება. რაც მთავარია, მომავალში იგი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფუნქციონირებასთან ერთად, სატვირთო გადაზიდვებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები