ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8845        EUR 3.241        GBP 3.6177        RUB 4.5787        UAH 1.1208        AZN 1.6982        AMD 6.0662      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ჯორჯიან მანგანეზი  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის პროექტებს დააფინანსებს
6 სექტემბერი, 2018, 11:07
ჯორჯიან მანგანეზი  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის პროექტებს დააფინანსებს

თბილისი (GBC) - ჯორჯიან მანგანეზი  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს დაეხმარება.

მძიმე მრეწველობის უმსხვილესმა კომპანიამ ზესტაფონის მერიასთან  ერთობლივი პროექტი დაიწყო.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძისა და "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, სოციალური დახმარების განმხილველი კომისიის პირველი შეკრება უკვე შედგა, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების დასახმარებლად ის პროექტები განიხილეს, რომელთა პრობლემის მოგვარებას მოქმედი სახელმწიფო პროგრამები არ ფარავს.

კომისიის მიერ განხილული განცხადებებიდან, ნაწილი დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილი - შესაბამისი რეკომენდაციით, "ჯორჯიან მანგანეზს"გადაეგზავნა.

ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, კომისიის მიერ განხილული და დაკმაყოფილებული განაცხადების ნაწილი მერიის, ნაწილი კი „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსდება. გარკვეული რაოდენობის განაცხადების დაფინანსება ერთობლივადაც განხორციელდება.

"შეუძლებელია, მუნიციპალური შესაძლებლობები გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რაც ამ ადამიანების წინაშე დგას, მე დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ნიკოლოზ ჩიქოვანს და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს", მათი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოჩენილი კეთილი ნებისათვის, რომლებმაც ასე გაითავისეს ამ ადამიანების უმძიმესი პრობლემები და გაუწოდეს დახმარების ხელი", - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

„კახაბერ მახათაძესთან ერთად, გადავწყვიტეთ, გაგვეერთიანებინა ძალისხმევა და რესურსი იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის რაც შეიძლება მეტი მცხოვრების დახმარება და მათი მდგომარეობის შემსუბუქება შევძლოთ", - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები