ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9738        EUR 3.2902        GBP 3.7027        RUB 4.6406        UAH 1.2093        AZN 1.7487        AMD 6.2422      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართული რითეილის თავისებურებანი  - რატომ შეიძლება აგიმხედრდეს  ნახევარი ქალაქი
19 სექტემბერი, 2018, 18:00
ქართული რითეილის თავისებურებანი  - რატომ შეიძლება აგიმხედრდეს  ნახევარი ქალაქი

თბილისი (GBC) - თუ შენი კომპანიის თანამშრომლები ეტყვიან ნათესავებს და ახლობლებს, რომ სამსახურში იჩაგრებიან – შესაძლებელია ნახევარმა ქალაქმა ბოიკოტი გამოგიცხადოს. რუსეთში ასეთი რამ გამორიცხულია – თუ მაღაზია კარგია არავის ანაღვლებს ასეთი დეტალებ, - ქართული რითეილის თავისებურებაზე სუპერმარკეტების ქსელ ფრესკოს მფლობელმა ვასილ სოფრომაძემ წერს კომერსანტი marketmedia.ru -ზე დაყრდნობით.

ინტერვიუში ვასილ სოფრომაძე თავს რუს ბიზნესმენს უწოდებს, ამბობს, რომ ძალიან დიდხანს ვერ იგებდა, როგორც უნდა ემუშავა საქართველოში

„ქართველები ამაყი და წუნია ხალხია, მაგალითად, დღეს თბილისში 1 კილო კარტოფილი ღირს 1,2 ლარი. მე ძალიან ბევრი ვიშრომე –  გავაგზავნე სატვირთო მანქანები სოფლებში, შევამცირე მოგების მარჟა 3-4%-დე და ჩამოვიტანე კარტოფილი 50 თეთრად. მეგონა რომ მთელი პარტია გაიყიდებოდა რამდენიმე საათში. თუმცა, 3 დღეში გავყიდე მხოლოდ 30%. ქართველებმა თქვეს – „ეს რა ჯანდაბაა? თუ ფასი ასეთი დაბალია – ესე იგი კარტოფილიც არ ვარგა“. ასე, რომ აქ დემპინგი ყოველთვის არ მუშაობს, რუსეთისგან განსხვავებით“, - ამბობს სოფრომაძე.

ბიზნესმენი სხვა  განსხვავებებზეც აკეთებს აქცენტს - ეს ქალაქში სახელის მოხვეჭაა და კიდევ სასურველი პროდუქტის ერთგულება.

„საქართველოში იცით როგორაა? თუ იტყვიან რომ ძია ვანოის ხინკალი საუკეთესოა ქალაქში – ყველა იქ დადის. დღეს ითვლება, რომ „ფრესკოში“ საუკეთესო ხორცია, ამიტომაც ხორცის საყიდლად დადიან ჩემთან“ - ამბობს ვასილ სოფრომაძე და აღნიშნავს: „როგორ აზროვნებს რუსი მომხმარებელი? „არ არის ის ძეხვი, რომელიც უნდა? არაუშავს,  შეჭამს სხვას“. აქ კი ასე არაა. თუ არაა – სხვას არ იყიდის. ივლის და იწუწუნებს, სანამ არ გამოჩნდება ის, რაც მას უნდა.

იმისთვის რომ არ დაკარგო ეს კონკრეტული კლიენტი – მიდიხარ მიმწოდებელთან და შემოგაქვს ის საქონელი, რომელსაც ეს კაცი ელოდება. ამაშია წარმატების საიდუმლო.

ეს არ ნიშნავს რომ რუსული ბიზნესმიდგომა ცუდია – პირიქით, მე ის ძალიან მომწონს – მკაცრი, პრაგმატული და გასაგები. თუმცა საქართველოში ის არ მუშაობს. ამიტომაც  აქ მუშაობა ძალიან უჭირთ უცხოელ რილეითერებს.  აქ წარმატება მოდის მხოლოდ დიდი დანაკარგების და აზროვნების შეცვლის გზით“.

ვასილ სოფრომაძე ამაყობს, რომ „ფრესკო“ დღეს ყველას სუპერმარკეტია, იქ დადიან მინისტრებიც და მძღოლებიც. მთავარი კონკურენტი კი, Carrefour-ია.

„2017 წელს ჩვენი ბრუნვა იყო 100 მლნ. დოლარი – ეს იგივეა, რაც აქვს საქართველოში  „კარფურს“. დღეს საქართველოში ყველაზე დიდი და ძლიერი ქსელი სწორედ „კარფურია“, რომელთანაც მიწევს ომი. წინა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ისინი დღგ-სგან, ოღონდ შემოსულიყვნენ საქართველოში, დღევანდელმა ხელისუფლებამ კი გაახანგრძლივა ეს შეღავათი, თუმცა ადრე თუ გვიან ის დასრულდება და იქნება სამართლიანი კონკურენცია,  რომელშიც ისინი წააგებენ. იმათ ჩემი ეშინიათ და ეს სწორია მათი მხრიდან“, - აცხადებს ბიზნესმენი.

მისი თქმით, თბილისში საჭმელზე ფულს არ ზოგავენ.

„მიუხედავად, რომ ქვეყანა საკმაოდ ღარიბია, ცხოვრობს გადასახადების ხარჯზე და არ გააჩია ნავთობი, გაზი ან ალმასები. თუმცა აქ არის დიდი ადამიანური პოტენციალი – ბევრი განათლებული, უცხო ენების მცოდნე ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან იმუშაონ საკმაოდ მცირე ანაზღაურებაზე.

მათზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა უცხოური კომპანიების მხრიდან. მაგალითად,  Amazon-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ქოლ-ცენტრი მუშაობს სწორედ საქართველოში და კიდევ ერთი შენდება. IT–კომპამიებიც ხსნიან აქ ოფისებს. აქტიურად ვითარდება ტურისტული კომპანიები.

2017 წელს 4 -მლნ.-იან საქართველოში ჩამოვიდა 7,5 მლნ. ტურისტი, 2024 წლისთვის კი ელოდებიან 13 მლნ.-ს. ეს არის სახელმწიფო დონის საკითხი“, - აცხადებს სოფრომაძე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები