ოქრო NYMEX(უნც.)  1.245.05  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  789.35  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  14.540  +0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.144.80  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10.925.00  +0.53%    |    ალუმინი (ტონა)  1.969.50  +0.11%    |    ნავთობი (Brent)  59.48  -0.97%    |    გაზი(NYMEX)  4.266  -1.41%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.66  -0.47%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  106.40  +0.42%    |    ხორბალი (ტონა)  515.62  +0.12%    |   
 USD 2.667        EUR 3.0412        GBP 3.3884        RUB 4.0143        UAH 0.961        AZN 1.5735        AMD 5.4933      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ადვოკატის თქმით, ოთარ ფარცხალაძის ბიზნესი Elbit Cyclon-თან არის დაკავშირებული
11 ოქტომბერი, 2018, 17:43
ადვოკატის თქმით,  ოთარ ფარცხალაძის ბიზნესი Elbit Cyclon-თან არის დაკავშირებული

თბილისი (GBC) – ბოლო დღეების სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ოთარ ფარცხალაძის მიერ ქონების დაგროვებაზე მისმა ადვოკატმა ისაუბრა.

გაგი მოსიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ექს-მთავარი პროკურორი თბილისის კომპოზიტიური ქარხნის პროექტშია ჩართული.

ქარხანა ისრაელის კომპანია Elbit -მა   საპარტნიორო ფონდთან ერთად ააშენა და 2018 წლის მაისში გახსნა.

რა ფორმით არის ოთარ ფარცხალაძე დაკავშირებული ამ კომპანიასთან გაგი მოსიაშვილი ვერ ამბობს, ვარაუდობს, რომ კონსულტანტია, თუმცა მედიასთან პირობა დადო, რომ კომპანიაში ოთარ ფარცხალაძის პოზიციას და ფუნქციებს დააზუსტებს.

„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ბატონი ოთარი ამაყობს ამ პროექტით“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ადვიკატი ამბობს, რომ მთავარი პროკურორის სავარძლის დატოვების შემდეგ, რომელსაც ის მხოლოდ 47 დღე იკავებდა, ოთარ ფარცხალაძე ბიზნესში იყო ჩართული და სწორი მენეჯმენტით ქონების დაგროვებაც შეძლო.

ქარხანაში  თვითმფრინავებისთვის ნაწილები კარები,  აეროდინამიკური ზედაპირი,  საკონტროლო პანელი  მზადდება.   აღნიშნული ნაწილები განკუთვნილია  მსოფლიოში ცნობილი თვითმფრინავების მწარმოებელი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier-ი.

ოფიციალური ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობაში 93 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

ჯერ კიდევ 1 წლის წინა საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო  (TI) აცხადებდა, რომ ფარცხალაძის მიერ დაფუძნებული შპს „როიალ დეველოფმენთი’’ სამოქალქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანის თანაინვესტორი იყო.   მოგვიანებით ფარცხალაძე კომპანიას ჩამოშორდა, რაც მაშინ TI-იმ საეჭვოდ მიიჩნია. 

რაც შეეხება Elbit Cyclon-ს, ამ ისრაელურ კომპანიას  საქართველოსთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წინა ხელისუფლების დროს კომპანიას  საქართველოსთვის 100 მლნ დოლარის უპილოტო საფრენი აპარატები უნდა მოეწოდებინა, თუმცა გარგება ჩაიშალა. საქართველომ კომპანიას მხოლოდ 35 მლნ დოლარი გადაუხადა, ასევე დაუბრუნა გარკვეულ სამხედრო აღჭურვილობა  და ტექნიკა, რომელიც კომპანიამ  საქართველოს კონტრაქტის საფუძველზე მიაწოდა.

გაგი მოსიაშვილმა  დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მზადაა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.

 მისი თქმით, ფარცხალაძე ადასტურებს და ეთანხმება იმ ინფორმაციებს, რომელიც ლევან ყიფიანმა გააჟღერა.  ამასთან, ადვოკატის თქმით, ფარცხალაძე და ყიფიანი მეგობრები არიან.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები