ოქრო NYMEX(უნც.)  1.249.20  +0.18%    |    პლატინა (უნც.)  787.60  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.70  +0.54%    |    პალადიუმი NYMEX  1.180.65  +0.28%    |    ნიკელი (ტონა)  10.760.00  +0.12%    |    ალუმინი (ტონა)  1.936.75  -0.06%    |    ნავთობი (Brent)  60.77  +0.95%    |    გაზი(NYMEX)  4.337  -1.63%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.80  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  102.40  -2.62%    |    ხორბალი (ტონა)  524.62  +0.69%    |   
 USD 2.6642        EUR 3.0308        GBP 3.3713        RUB 4.0143        UAH 0.958        AZN 1.5669        AMD 5.4853      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯორჯიან მანგანეზის  ინიციატივით, რეგიონული ჟურნალისტებისთვის ვორქშოპები ტარდება
11 ოქტომბერი, 2018, 20:17
ჯორჯიან მანგანეზის  ინიციატივით, რეგიონული  ჟურნალისტებისთვის ვორქშოპები ტარდება

თბილისი (GBC) - “ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ჭიათურის დამწყები ჟურნალისტებისთვის ვორქშოპების ციკლი ტარდება.

საპილოტე პროექტს ქუთაისის რეგიონული წამყვანი ტელევიზიებიდან მოწვეული სპეციალისტები წარუძღვებიან. პროექტის პარტნიორი ტელეკომპანია „იმერვიზიაა“ და დამწყები ჟურნალისტებისთვის ვორქშოპებს სწორედ აღნიშნული მედიასაშუალება მასპინძლობს.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ჟურნალისტიკის პრინციპებს და ამ პროფესიისთვის საჭირო უნარებს დაეუფლებიან. ისინი პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე სწავლობენ ინფორმაციის წყაროებთან მუშაობის სპეციფიკას, ასევე „ნიუსის“ სტრუქტურის აწყობას, რეპორტაჟის მომზადებას, მის გაშუქებას სატელევიზიო და სოციალურ მედიაში და სხვა.

რაც შეეხება აუდიტორიას, პროექტში 17-დან 20 წლის ასაკის დამწყები ჟურნალისტები არიან ჩართულები.

ვორქშოპების თემატიკა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. 

ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე ფიქრობს, რომ ჟურნალისტიკის სფეროში პრაქტიკული უნარ-ჩვევები უპირველესია, ამიტომ ასეთი ვორქშოპი კარგი საშუალებაა ყოველივე ზემოაღნიშნულის გასავითარებლად. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ მსგავსი ხასიათის სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. 

"გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ხასიათის სამუშაო შეხვედრები იმ ადამიანებთან, ვინც აპირებს, რომ ჟურნალისტიკაში დაიმკვიდროს ადგილი. საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, არცერთი პრაქტიკული ჩვევა არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ წარჩინებული სტუდენტი ვიყავი. ვფიქრობ, რომ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ჟურნალისტიკაში უპირველესია. ახალგაზრდებს კი კარგი შანსი აქვთ მოუსმინონ ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ იმ რეგიონში, სადაც ისინი ცხოვრობენ და სავარაუდოდ, სადაც ისინი აპირებენ, რომ იმუშაონ ჟურნალისტიკის მიმართულებით. მსმენელთა მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი და დიდი ჩართულობა იყო. ვისურვებდი, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს. კარგი იქნება, თუ ასეთ შეხვედრებში ოპერატორებიც ჩაერთვებიან. მე მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, რომ მომეცა საშუალება შევხვედროდი მომავალ თაობას",- აღნიშნა ირმა ჭოლაძემ.  

როგორც ჟურნალისტი ედიშერ მუშკუდიანი აცხადებს, აღნიშნული ვორქშოპი მნიშვნელოვანია, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე დამწყები ჟურნალისტებისთვის. მისივე თქმით, ამ პერიოდში ახალგაზრდები ტელევიზიის შიდა სამუშაოების შესახებაც იღებენ ინფორმაციას. 

"აღნიშნული ვორქშოპი ძალიან კარგი საშუალებაა, როგორც დამწყები ჟურნალისტებისათვის, ისე სკოლის მოსწავლეებისათვის. სკოლის მოსწავლეებს ეს მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ, გაიგებენ რა არის ჟურნალისტიკა და როგორ მუშაობს ჟურნალისტი. თუნდაც ერთმა მათგანმა მაინც რომ გადაწყვიტოს ჟურნალისტობა, ე.ი. ამ ვორქშოპმა გაამართლა. ამის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ მათ ტელევიზიის შიდა სამუშაოს შესახებ ექნებათ ინფორმაცია, როგორ მზადდება სიუჟეტი და რა პრობლემებს აწყდება ჟურნალისტი მომზადების პროცესში. დამწყები ჟურნალისტებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანი და კარგი შედეგის მომტანი იქნება მსგავსი ვორქშოპი, რადგან მათ არამხოლოდ თეორიულ მასალაზე ვესაუბრებით, არამედ ვუყვებით საკუთარ მაგალითებსაც", - განაცხადა ედიშერ მუშკუდიანმა. 

ჟურნალისტი, ქრისტი ქარჩხაძე კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ვორქშოპები მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დამწყებ ჟურნალისტებს იქ მიმდინარე მოვლენებზე უწევთ მასალების მომზადება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები