ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9607        EUR 3.2855        GBP 3.6878        RUB 4.6066        UAH 1.1944        AZN 1.7415        AMD 6.2069      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ივანიშვილი მარიხუანაზე: დიდი ხიბლია იმაში, რომ შესაძლოა 1 მილიარდის ექსპორტი განვახორციელოთ
23 ოქტომბერი, 2018, 23:55
ივანიშვილი მარიხუანაზე: დიდი ხიბლია იმაში, რომ შესაძლოა 1 მილიარდის ექსპორტი განვახორციელოთ

თბილისი (GBC) -  სამედიციონო და კოსმეტიკური მიზნებით მარიხუანას წარმოებას მხარს ვუჭერდი ერთად -ერთი მიზეზით, რომ  ძალიან დიდი ხიბლია, იმაში რომ 1 მილიარდის ექსპორტი მოვახერხოთ სოფლის მეურნეობს პროდუქციით, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ქართული ოცნების დამფუძნებელი ამბობს, რომ  გუნდმა ნახა საზოგადოების,  საპატრიარქოს რეაქცია, რასაც მთელმა გუნდმა ანგარიში გაუწია და შეჩერდა კანონპროექტი.

მისი თქმით, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებით კანაფის კულტივაციაზე. 

"500%-ზე მეტია რენტაბელობა და არის ძალიან დიდი, ობიექტური გათვლები, რომ 1 მილიარდის  ექსპორტი განხორციელდეს 2-3 წელიწადში", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

მან ამ ნედლეულის მწარმოებელი ქვეყნები მოიხმო -  აშშ, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია, კანადა და ასევე განვითარებადი უზბეკეთი, რომელიც სამრეწველო დანიშნულებით  დიდი რაოდენობით მარიხუანას აწარმოებს.   

"პროექტი შეჩერდა, გაგრძელდება მსჯელობა თუ დავრწმუდებით რომ მართლაც ხიფათის შემცველია,  ჩვენი გუნდი არასოდეს არ წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ახლა წავა", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები