ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.684        EUR 3.0458        GBP 3.5539        RUB 4.159        UAH 0.9889        AZN 1.5833        AMD 5.5113      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი  ევროინსი  საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
11 დეკემბერი, 2018, 10:49
აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი  ევროინსი  საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

თბილისი (GBC) - სადაზღვევო ბაზარზე სიახლეა - სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Euroins Group-ის წევრი გახდა.  

შერწყმის პროცესის პირველი ეტაპის დასასრულებლად 2018 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ეწვივნენ Euroins Insurance Group (EIG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გეორგი მარკოვი (Georgi Markov) და დირექტორთა საბჭოს წევრი ჩაატაი ულუდაგ (Cagatay Uludag), რომელიც პარალელურად ევროინს ჯორჯიას დირექტორთა საბჭოს შეუერთდება სტრატეგიული განვითარების დირექტორის პოზიციაზე.

 „აი სი ჯგუფი“, ამიერიდან  „ევროინს საქართველოს“ სახელით იმუშავებს ქართულ ბაზარზე და სრულად დანერგავს ევროპული სადაზღვევო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპაში უკვე აპრობირებულ, თანამედროვე დაზღვევის სისტემას, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე.

ქართული სადაზღვევო კომპანიის შეძენა არის Euroins Group-ის  განვითარების სტრატეგიის ნაწილი. საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად Euroins Group-ის წარმომადგენლები, ჯანსაღ ბიზნეს გარემოს, ეკონომიკურ ზრდას და სადაზღვევო სექტორის დინამიურად განვითარების პროგნოზს ასახელებენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, საქართველოში გამართული საკანონმდებლო ბაზის არსებობა და ზედამხედველობის სამსახურის როლი, რომელმაც ოპერატიულად გასცა ნებართვა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გარიგების წარმატებით დასრულებაში.

„საქართველო წარმოადგენს მდიდარი ტრადიციებისა და მემკვიდრეობის ქვეყანას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, როგორც რეგიონალურად, ისე გლობალურად.  „აი სი ჯგუფის“ სახით  ვიპოვეთ სანდო პარტნიორი, რომლის პროფესიონალთა გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, მზადყოფნა ცვლილებისათვის და რაც მთავარია, უნარი განახორციელოს  ჩვენი საერთაშორისო კონკურენტუნარიანი გეგმები მთელს რეგიონში. ჩვენი მიზანია,  მაღალი ხარისხის მომსახურების, მომხმარებელთა კმაყოფილების და მაღალი ნდობის მოპოვების ფონზე, განვავითაროთ დაზღვევა და სადაზღვევო პროდუქტები საქართველოში“ - განაცხადა „ევროინსის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გეორგი მარკოვმა.

გარდა უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა, Euroins Insurance Group (EIG) საქართველოში დასავლური გამოცდილების და ცოდნის იმპორტსაც განახორციელებს. დაგეგმილია კომპანიის თანაშრომლების როტაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ევროინს ჯგუფში შემავალ სადაზღვევო კომპანიებში და ტრეინინგ ცენტრებში, ასევე, იგეგმება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, რაც კომპანიას ცოდნის და გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს.

 ევროინს სადაზღვევო ჯგუფის შესახებ - ევროინს ჯგუფი ერთერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე. ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს ევროპის 8 ქვეყანაში და აქედან ოთხში ფლობს შვილობილ კომპანიებს - ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიასა და უკრაინაში. 2014 წლიდან ევროინს ჯგუფმა ფუნქციონირება დაიწყო საბერძნეთში. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 1600-ს აღწევს, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 2.5 მილიონზე მეტს შეადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა ნახევარი მილიარდი ევროა.

საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Fitch-მა 2017 წელს ევროინს რუმინეთს (ევროინს ჯგუფის უმსხვილესი შვილობილი კომპანია) მიანიჭა დამზღვევის ფინანსური სიძლიერის (IFS) რეიტინგით “BB-“. ევროინს ჯგუფი არის ევროჰოლდ ბულგარეთის შვილობილი კომპანია, რომლის აქციებიც განთავსებულია BSE-Sofia და WSE საფონდო ბირჟაზე. ევროჰოლდ ბულგარეთი ორიენტირებულია არასაბანკო ფინანსური მომსახურებისა და აქტივების მართვაზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები