ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8687        EUR 3.2178        GBP 3.558        RUB 4.567        UAH 1.1094        AZN 1.6929        AMD 6.0191      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სადაზღვევო ინდუსტრია  საბანკო სექტორის ექსპანსიის შეჩერებას ითხოვს  
11 დეკემბერი, 2018, 16:26
სადაზღვევო ინდუსტრია  საბანკო სექტორის ექსპანსიის შეჩერებას ითხოვს   

თბილისი (GBC) - სადაზღვევო ინდუსტრია  საბანკო სექტორის „ექსპანსიის“ შეჩერებას ითხოვს.

12  სადაზღვევო კომპანია საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ისინი შიშობენ, რომ „ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიები (დღეს ბანკებთან აფილირებული 3 კომპანიაა) მალე უმრავლესობაში აღმოჩნდებიან.

„დღეს, ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც საბოლოოდ იშლება ზღვარი საბანკო და სადაზღვევო სექტორს შორის. დამოუკიდებელ სადაზღევო კომპანიებს ეზღუდებათ ბაზარზე წვდომა და  ბანკების ხელში არსებული რესურსების უკონტროლოდ გამოყენების პირობებში, თავისუფალი მოთამაშეებისთვის ადგილი აღარ რჩება.

ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80-90% მიაქვთ, რასაც აღწევენ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვით და მათი იძულებით სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებილი სადაზღვევო კომპანიების პოლისები; აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება თიბისი ბანკის, ბაზისბანკის და საქართველოს ბანკის მაგალითზე, სადაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანიის დაარსებაზე იღებს თანხმობას ეროვნული ბანკისგან.

ჩვენ მივმართავთ  ეროვნულ ბანკს, დაზღვევის ზედამხედველის სამსახურს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, მიიღონ  შესაბამისი ზომები დარგში საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად,  ამ შინაარსის მიმართვის წერილი სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან ყველა შესაბამის პირს უკვე დაეგზავნა. ზომები დროულად არის მისაღები მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება, იმ პირობებში როდესაც ეროვნული ბანკი გასცემს ახალ თანხმობებს და სულ მალე დაზღვევის სექტორში ბანკების კონტროლქვეშ არსებული სადაზღვევო კომპანიები უმრავსელობაში აღმოჩნდებიან.

ჩვენი მხრიდან მოხდება ყველა ეფექტური მეთოდისა და კომუნიკაციის გზის გამონახვა მთავრობასა და პარლამენტთთან რათა  დაყენებული საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში დაუყოვნებლივ დაიწყოს  აღნიშნული საკითხის დროული გადაწყვეტა.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც სწორედ აღნიშნულისკენ მოგვიწოდებს და ჩვენი ქვეყნისგან მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ მხრივ განხორციელებული ქმედებები, პარალელურად კანონმდებლობაში დატოვებული შავი ხვრელების პირობებში, შემოსავლების იოლი წყაროების დატოვებით ბანკების ექსპანიას დამატებით ახალისებს.

ბანკები სადაც  ჩვენ ბრუნვები გვქონდა განთავსებული და კანონისისმიერი ვალდებულებით ყველა სადაზღვევო კომპანია ვალდებულია მინიმუმ სამ ბანკში განახორციელოს პორთფელის დივერსიფიცირება  და რომლის გავლითაც მომსახურებას ვუწევდით მომხმარებელს, დღეს უკვე კონკურენტებად მოგვევლინნენ. ასეთ პირობებში სრულიად უგულებელყოფილი ხდება კონფიდენციალური კომერციული და პერსონალური ინფორმაციის დაცვა, ხოლო ბანკი უზარმაზარ კონკურენტულ უპირატესობას იღებს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც ბანკებზე კონკურენციის შესახებ კანონიც კი არ ვრცელდება.

სწორედ მსგავსი შავი ხვრელების აღმოფხვრას ითხოვს ინდუსტრია. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მალე სადაზღვევო და საბანკო სექტორს შორის ზღვარიც გაქრება და დაზღვევაშიც მივიღებთ იმ დუოპოლიურ მოდელს რაც საბანკო სექტორში დღეს გვაქვს.

ბოლოს, გვინდა ხაზი გავუსვათ, ჩვენ არ გავურბივართ კონკურენციას და არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას. ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ კონკურენციას და თანაბარ შესაძლებლობებს ბაზრის ყველა მოთამაშისთვის.

ჩვენი სურვილია ბანკებს ვუყუროთ, როგორც პარტნიორებს და არა, როგორც ჩასაფრებულ მტაცებლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები