ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7559        EUR 3.0907        GBP 3.4702        RUB 4.2851        UAH 1.0423        AZN 1.6216        AMD 5.7755      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კანადური KAMKON INVESMENTS – ი რუსთავში ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობას გეგმავს  
12 იანვარი, 2019, 17:12
კანადური KAMKON INVESMENTS – ი რუსთავში ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობას გეგმავს   

 

თბილისი (GBC) - კანადური KAMKON INVESMENTS – ი რუსთავში ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობას გეგმავს.

წინასწარი გეგმით, პროექტი რუსთავის სამრეწველო ზონაში 400 ჰა  ტერიტორიაზე განხორციელდება. დაგეგმილია ინდუსტრიული ჰაბის, ლოჯისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობა.

უშუალოდ საწარმოო დანიშნულებისათვის ათვისებული იქნება აღნიშნული მიწის ფართობის 75%,  ხოლო დარჩენილი არეალი  მუშა-მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად გამოიყენება;

ინვესტორთა ცნობითმ პროექტის რეალიზაციაში ჩართული იქნება არაერთი უცხოური და ადგილობრივი კომპანია. KAMCON INVESTMENTS აწარმოებს მოლაპარაკებას სხვადასხვა მსხვილ საერთაშორისო ბრენდთან GIC-ს თანაინვესტირებისა და პროექტში  ჩართვის მიზნით;

კომპანია არ ითხოვს პერსონალისა და მუშა-მოსამსახურეთა საკუთარ ქვოტას და პროექტის რეალიზაციაში თითქმის მთლიანად ადგილობრივი ადამიანური რესურსი იქნება ჩართული;  წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დასაქმდება 4000-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელი; მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა;

გარდა წმინდა ეკონომიკური საქმიანობისა, კომპანია გეგმავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კუთხით მნიშვნელოვან აქტივობას, რომელიც გულისხმობს მსხვილმასშტაბიან სოციალური სოლიდარობის ღონისძიებებს - მოხდება საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, განხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტებისათვის, რეალიზებული იქნება მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერის არაერთი პროექტი.

ამ პროექტზე იმსჯელებენ 15 იანვარს, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

KAMKON INVESMENTS წარმომადგენლები წარმოადგენენ საინვესტიციო პროექტს „საქართველოს ინდუსტრიული ქალაქი (GIC), რის შემდეგაც ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

შეხვედრის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა მხეიძე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები