






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) - JTI (Japan Tobacco International) 2019 წლის საუკეთესო დამსაქმებელი გახდა საქართველოში, ევროპაში, აზიასა და გლობალურად. ჯილდო კომპანიამ თანამშრომელთათვის საუკეთესო პირობების შეთავაზებისათვის მიიღო.
საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსის მისაღებად, კომპანია თანამშრომლებს გამორჩეულ სამუშაო პირობებს უნდა სთავაზობდეს და მთავარ პრიორიტეტად თანამშრომლებს მოიაზრებდეს.
Top Employers (საუკეთესო დამსაქმებლის) ინსტიტუტი დეტალურად იკვლევს საუკეთესო პრაქტიკებს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდოს მისაღებად კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს Top Employers ინსტიტუტის მიერ დადგენილ სტანდარტებს.
ადამიანური რესურსების საუკეთესო პრაქტიკის კვლევა მოიცავს 100-ზე მეტ შეკითხვას თანამშრომელთა განვითარების კატეგორიებში და ძირითად 10 საკითხს ეფუძნება: ტალანტების განვითარების სტრატეგია, ადამიანური რესურსების დაგეგმვა, ნიჭიერი კადრების მოზიდვა, მათი ადაპტაცია (Onboarding), სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, ლიდერობის განვითარება, კარიერის მართვა, კომპენსაციები და ბენეფიტები და კულტურა. Top Employers-ის ინსტიტუტი აფასებს იმ სტრატეგიას, პრაქტიკას, შეფასების მექანიზმსა და ტექნოლოგიას, რომლითაც კომპანია სარგებლობს ყველა კატეგორიის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.
JTI-ის შესახებ
JTI, Japan Tobacco Group of Companies-ის წევრი, წამყვანი საერთაშორისო თამბაქოს მწარმოებელი კომპანიაა. მის პორტფელში შედის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Winston, Camel, Sobranie, LD და Winchester. კომპანიის სათავო ოფისი არის შვეიცარიაში, ჟენევაში. კომპანია 130-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და მასში დაახლოებით 40,000 თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში კომპანიაში დაახლოებით 110 თანამშრომელია.
მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს www.jti.com, კარიერული შესაძლებლობებისათვის კი დარეგისტრირდით აქ: www.jobs.jti.com