ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0785        EUR 3.6237        GBP 4.0137        RUB 4.2107        UAH 1.1162        AZN 1.8109        AMD 6.3425      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რკო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საბავშვო ტანსაცმლის ექსპორტს იწყებს  
მარიამ მინაძე
8 თებერვალი, 2019, 14:28
რკო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საბავშვო ტანსაცმლის ექსპორტს იწყებს   

თბილისი (GBC) - ქართული საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი „რკო“ საექსპორტო შეკვეთების შესრულებას იწყებს.

კომპანიის თანადამფუძნებელი თამარ მესარკიშვილი GBC -სთან ამბობს, საერთაშორისო გამოფენა Playtime Paris- ზე მათ მიერ შექმნილმა პროდუქციამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

გერმანიასთან, იტალიასთან და ინგლისთან მოლაპარაკებები დასრულდა,  შეკვეთებიც უკვე დადასტურებულია.

მოლაპარაკების პროცესშია იაპონიაში, ჩინეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში პროდუქციის ექსპორტის საკითხიც. კომპანიები აღნიშნული ქვეყნებიდან ამ ეტაპზე მისაწოდებელ  მოდელებს არჩევენ.  

მისივე განცხადებით, ინტერესი კიდევ უფრო ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა, თუმცა შემდგომ ეტაპზე  მოლაპარაკებები ჯერ არ გადასულა.

კომპანია “რკო”  საკუთარ ხელნაკეთ ტანსაცმელს და ნაქსოვ ტანსაცმელს მოსკოვშიც ყიდდა. ინტერესი კი ამ ბაზარზე კიდევ უფრო გაიზარდა და დღის წესრიგში გაფართოვებაც დადგა.

“მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დაახლოებით ორი წელია არსებობს, მომხმარებლის მოწონება და დაინტერესება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ბაზრებზეცაა”, - აცხადებს მესარკიშვილი.

მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარული ნაქსოვი ქუდებია.

“რკო”-ს ამ ეტაპზე საკუთარი სამკერვალო არ აქვს, თანამშრომლობს ორ სამკერვალოსთან და რამდენიმე მქსოველთან.

“გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა დიდია,  გადავწყვიტეთ საკუთარი სამკერვალო გავხსნათ და ავიყვანოთ დამატებითი მქსოველები”, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით კვალიფიციური კადრების პრობლემის წინაშე დადგნენ.

“ძალიან ცოტა კვალიფიციური კადრია ამ მიმართულებით, ვგეგმავთ ავიყვანოთ მკერავები და კონსტრუქტორი, ასევე დავიმატოთ მქსოველები. რამდენიმე კადრი უკვე მოვიძიეთ, თუმცა მაშინ როდესაც გვსურს მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნა, კვალიფიციური კადრები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაშიც პრობლემის წინაშე დავდექით”, - აღნიშნავს ის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები