ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3119        EUR 4.0107        GBP 4.4426        RUB 4.4084        UAH 1.1685        AZN 1.9482        AMD 6.492      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მობილური ნაღმმტყორცნი - ქართულ ჯავშანმანქანებს კიდევ ერთი მოდიფიკაცია შეემატა
14 თებერვალი, 2019, 23:36
მობილური ნაღმმტყორცნი - ქართულ ჯავშანმანქანებს კიდევ ერთი  მოდიფიკაცია შეემატა

თბილისი (GBC) -  ეროვნული წარმოების ჯავშანმანქანებს კიდევ ერთი დიდგორის მოდიფიკაცია შეემატა, რომლისთვისაც  ინოვაციური მოდულიც დამზადდა.

 სსსტც დელტას ცნობით,  ამჯერად ცენტრის მიერ დამზადდა დიდგორი მეომარის 1200 მილიმეტრიანი მობილური ნაღმმტყორცნის მოდული, რომელიც პასუხობს დღევანდელ საიარაღო ბაზრის მზარდ საჭიროებას.

თავდაცვითი მრეწველობის ბაზარზე ნაღმმტყორცნების მწარმოებელ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ 60, 82 და 120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნები სერიულად იწარმოება და საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტზეც გადის.

ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარის“ ბაზაზე 120 მმ კალიბრიანი მობილური ნაღმმტყორცნის მასებისთვის წარდგენაც პირველად საერთაშორისო სამხედრო გამოფენა IDEX 2019 ზე გაიმართება.

 „დელტა“ ამ გამოფენაზე ასევე წარადგენს  ქართული წარმოების შეიარაღების სხვა ნიმუშებს, რომელთა შორისაა სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკი, მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური 23 მმ საცეცხლე მოდულით, დიდგორი მეომარი, სნაიპერული შაშხანა AMR MOD 2, 60 მმ ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, და ინდივიდუალური დაცვის სისტემები.

აღსანიშნავია, რომ IDEX-2019  (International Defence Exibition and Conference)  არის ერთადერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამ სერვისიანი საერთაშორისო თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა და კონფერენცია MENA-ს რეგიონში (Middle East and North Africa- ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი), რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სექტორის დემონსტრირებას ახდენს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები