ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8678        EUR 3.1104        GBP 3.7362        RUB 4.5283        UAH 1.1732        AZN 1.6912        AMD 5.9839      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მონუმენტ ადამიანი და მზე-სთან ახალ პარკს ჰიდრო ემი მოაწყობს
28 მარტი, 2019, 23:02
მონუმენტ ადამიანი და მზე-სთან ახალ პარკს ჰიდრო ემი მოაწყობს

თბილისი (GBC)- მონუმენტ „ადამიანი და მზე“-სთან ახალ პარკ ჰიდრო ემი მოაწყობს. კომპანიასთან 3 მილიონიანი კონტრაქტის გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.

სამუშაოებისთვის მერიამ 3.773 მლნ ლარი გამოყო.  ტენდერში 2 კომპანია მონაწილეობდა.

პროექტის მიხედვით, მთავარი აქცენტი გათვლილი იქნება ჩქარად მიმავალ მგზავრებზე და შესაბამისად სწრაფად აღქმად კომპოზიციებზე. დიდი მნიშვნელობა ექნება ღამის განათებას.

პარკის შუა ნაწილში იქნება  "ადამიანის და მზის"" მონუმენტი, რომელსაც, პროექტის მიხედვით, გარშემო რკალისებურად შემოარტყამს ქართული ორნამენტის ფორმის დაბალი, გამწვანებული მოცულობა, რომელსაც სასეირნო და დასასვენებელი ფუნქციის შეთავსებაც შეუძლია, აქვე მოწყობილი იქნება მცირე გამწვანებული კუნძულები, დასასვენებელი სკამებით, ხოლო თარგის ბოლოსკენ, სამხრეთით მოწყობილი იქნება დეკორატიული, დაბალი აუზი, გარშემო ბილიკით და ასევე დასასვენებელი ადგილებით.

რაც შეეხება ტერიტორიის განათებას, გრძივ, დატერასებულ ნაწილში, საყრდენ კედლებზე ზოლად გაყვება ე.წ. “ლენტური სანათი". იგივე ტიპის სანათი გამოყენებულია ორნამენტის ოვალურ ნაწილებშიც. პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია სასიარულო ნაწილის თანამედროვე, დაბალი ლამპიონებით განათება. კიბეების ადგილებში ასევე მოეწყობა წერტილოვანი სანათები. აქცენტი ასევე უკეთდება მცენარეების მიწიდან მცირე პროჟექტორული ტიპის სანათებით განათებას, ნეიტრალური ფერით. განათდება აგრეთვე თვითონ “ადამიანი და მზის მონუმენტიც. სპეციალური სანათებით განათდება მომავალი მოძრავი სკულპტურებიც.

უკვე გათვალისწინებულია ისიც, რომ ადგილზე უსაფრთხოების დამონტაჟდება სამეთვალყურეო ვიდეო კამერები და იქნება დაცვა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები