ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.6931        EUR 3.0456        GBP 3.5137        RUB 4.215        UAH 1.0092        AZN 1.5841        AMD 5.5654      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
11 აპრილი, 2019, 10:43
საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

თბილისი (GBC) - 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოს რკინიგზის ჯამურმა სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით  105 ათასი ტონით მეტია, ხოლო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის პირველი კვარტლის შემოსავალს 3.2 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.

მატება განპირობებულია, როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით.   2019 წლის პირველ კვარტალში  გადაიზიდა 1.48 მილიონი ტონა მშრალი სავაგონო ტვირთი, 2018 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 9% - ითაა გაზრდილი. 

2018 წლიდან საქართველოს რკინიგზით ახალი ტვირთების, კერძოდ  ყაზახური ხორბლის და ნახშირის ტრანზიტული გადაზიდვები ხორციელდება.

2019 წლის პირველ კვარტალში საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - გადაზიდულია 18 000 კონტეინერი,  2018 წელთან შედარებით მაჩვენებელი 31% - ითაა გაზრდილი.  

საკონტეინერო ტვირთბრუნვის მატებას საქართველოს რკინიგზაზე გარკვეულწილად ტრანზიტული ტვირთების მზარდი მოცულობა განაპირობებს - ამ მიმართულებით დადებითი ტრენდი  2018 წელს დაფიქსირდა. 

 ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს  მშრალი ტვირთების, მათ შორის კონტეინერების მოზიდვასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები