GE EN
სხვა სიახლეები
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სა...

სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი უკვე რამდენიმე თვეა სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში.140-მდე სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში - ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკის გუნდში აღნიშნავენ, რომ პარტნიორი უნივერსიტეტების და შესაბამისად, სტიპენდიატების რაოდენობა წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც ნიჭიერი, მიზანდასახული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის ვქმნით განათლების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.სტუდენტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიები მათი შრომის დაფასებაა, რომელიც აძლევს მათ დამატებით მოტივაციას და უღრმავებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.„ჩვენ გვჯერა, რომ მცირე წარუმატებლობას შენი შეჩერების უფლება არ უნდა მისცე; საქართველოს ბანკის სტიპენდიაც ხომ სწორედ ამისთვისაა“, - აღნიშნავენ სტიპენდიატები.რა არის საქართველოს ბანკის სტიპენდია და როგორ შეძლებ მის მოპოვებას?საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 15 პარტნიორ უნივერსიტეტში.გამარჯვებულების გამოსავლენად კრიტერიუმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ. თუმცა, მთავარი მაღალი აკადემიური მოსწრება და სტუდენტების მოტივაციაა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი.ამასთან, საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა აბიტურიენტებს ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხვისთანავე შეუძლიათ. ამ შემთხვევაში, გამარჯვებულის შესარჩევად განსხვავებული კრიტერიუმები მოქმედებს.„გრანტი, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასიხარულოა, მაგრამ  არც უგრანტობით სრულდება წარმატების გზა. თუ იმაზე ნაკლებ შედეგს მიიღებ, ვიდრე ელოდი,  თავს ნუ უსაყვედურებ, ეცადე იპოვო, რა გაქვს გამოსასწორებელი და იმაზე იმუშაო, წინ კიდევ ბევრი შანსია წარმატებისთვის“, - აღნიშნავს ლილი კერესელიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი.საქართველოს ბანკის მიზანი ახალგაზრდების და მათი განვითარების ხელშეწყობაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი არ არის ერთჯერადი ინიციატივა. სტიპენდიის მოპოვების ან მისი შენარჩუნების შესაძლებლობა ახალგაზრდებს მომავალშიც ექნებათ.სტიპენდიებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

1714153068

საშეღავათო ბიზნესები პრობლემებში – „მწვანე შუქი“ ჩრდილოვან კომპანიებს

თავად მმართველ პარტიაში კი ამ ინიციატივას ლამის „ქვეყნის ხსნად“ ასაღებენ და თავდაჯერებულად ირწმუნებიან, რომ ე.წ. ოფშორების კანონით საქართველოსკენ უზარმაზარი კაპიტალი და ქონება დაიძვრება, რომელიც აქ „გათეთრდება“ და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციებად ჩაიდება.თუ ეს სიმართლეა (ოფშორული ფულის ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში), რატომ ვერ მიაგნო ამ „ხსნას“ საინვესტიციო შიმშილში მყოფი საქართველოს ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში? ან რატომ უნდა ისურვოს ოფშორებს თავშეფარებულმა ბიზნესმენმა საკუთარი კაპიტალის ინვესტირება ისეთ რისკიან ბაზარზე, როგორიც საქართველოა? თან თავად ეს კანონი და ერთი მოსმენით მიღებული „აგენტების“ კანონპროექტი სრულიად ახალ პოლიტიკურ რისკებს აღძრავს ქვეყნისთვის. რუსი დუგინის, მედვედევისა და ლავროვის მხრიდან მოწონებული ეს „უმსუბუქესი“ კანონი ევროკავშირის და აშშ–ის ლიდერების მხრიდან ყოველდღიური კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული.„რუსული კანონი“ ჯერ გადავდოთ და მმართველი პარტიისთვის საყვარელი სიტყვებით რომ ვთქვათ, „ცნობილი 9–წლიანი რეჟიმის“ დროსაც იყო მიღებული არაერთი კანონი თუ ნორმატიული აქტი ბიზნესებისთვის შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით. ქართველ კანონმდებლებს როგორც ხშირად ემართებათ, მაშინაც დაჩქარებულად მიიღეს კანონი ვირტუალური ზონის პირთა (ვზპ) შესახებ და ასევე მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. შეგახსენებთ, რომ ამ შეღავათებს საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო IT-კომპანიები უნდა მოეზიდა, რომლებსაც დიდი ფული, ცოდნა და დასაქმება უნდა მოჰყოლოდა.პრინციპში, ასეც მოხდა. საქართველოში დღეს ამ ვზპ სტატუსით 1 200–ზე მეტი კომპანია ოპერირებს. თუმცა ეს კანონი, რომელიც ითარგმნა საიდანღაც, თუ მაშინდელი კანონმდებლების თავებიდან წამოვიდა, იდეალურიდან შორსაა და ხშირად უკუშედეგსაც იძლევა. ვზპ სტატუსის მქონე კომპანიებს,  მთლიანობაში მილიონობით ლარის ჯარიმა დააკისრეს ბოლო წლებში მხოლოდ იმიტომ, რომ კანონის წაკითხვა ავერსიდანაც და რევერსიდანაც შესაძლებელია, გააჩნია, როდის როგორ აწყობს სახელმწიფო მოხელეს, რომელიც ამ სტატუსის მქონე, საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე კომპანიებს ამოწმებს.უსამართლობა იქნება, აქვე არ აღინიშნოს, რომ ამ კოლოსალური ჯარიმების დაწესების შემდეგ ვზპ ასოციაციამ არაერთი შეხვედრა გამართა როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე ფინანსთა სამინისტროში და ამ კომუნიკაციამ კონკრეტული შედეგებიც გამოიღო. კომპანიების უდანაშაულობის დასაბუთების შემდეგ მათ ნაწილს საჯარიმო სანქციები საერთოდ გაუუქმდა, ნაწილს კი მიზერულ მოცულობამდე შეუმცირდა.საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ აქტიურად თანამშრომლობენ და მზად არიან ბიზნესთან კომუნიკაციისთვის ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხზე და ეს ასეც უნდა ხდებოდეს. თუმცა, რამდენი წელი შეიძლება დასჭირდეს კანონმდებლებს თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ამ პროფილის წარმომადგენლებს თუნდაც ერთი, არც თუ ისე ვრცელი კანონის დასაკორექტირებლად, რომ საერთაშორისო IT-კომპანიები, რომლებიც საქართველოში ასობით სპეციალისტს ასაქმებენ საკმაოდ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე, არ გაიქცნენ ქვეყნის ბაზრიდან.კანონმდებლობის ხარვეზების გამო გარკვეული პრობლემები საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე კიდევ ერთ სექტორსაც შეეხო. 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,  საერთაშორისო სტატუსის მქონე  IT და სანაოსნო კომპანიები მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, რაც ითვალისწინებს როგორც საშემოსავლო, ისე მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას, ასევე დივიდენდის 5%-იანი გადასახადისა და ქონების გადასახადის. ასეთი მიმზიდველი სტატუსით, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 150 კომპანია სარგებლობდა. ამ კომპანიებთან მიმართებითაც იყო ნეგატიური მოქმედებები, თუმცა, მოგვიანებით, მთავრობის დადგენილებით გარკვეულ წილად დაზუსტდა მთელი რიგი ბუნდოვანებები. პრობლემები ნაწილობრივ მოგვარდა.აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ეს სექტორები ქმნიან ქვეყანაში საშუალო ფენას (ჯერჯერობით მათი რაოდენობა ვერ იძლევა გადაჭრით თქმის საშუალებას, რომ ეს შემდგარი საშუალო ფენაა). PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, ზოგადად დასაქმებულთა თითქმის 2%-ს შეადგენდა. აქედან ლომის წილი სწორედ აიტი სფეროში დასაქმებულებზე მოდის, სადაც დამწყებთა ხელფასიც კი საჯარო სკოლის პედაგოგის ყოველთვიურ ანაზღაურებაზე მაღალია, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა კვალიფიკაციის საფეხურებზე. „მომადლებული ოფშორების კანონის“ დაჩქარებულად მიღებამდე უკვე არსებულის დახვეწა–დაზუსტებაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებში ბოლო დროს ძალიან გაპოპულარებული სიტყვით რომ ვთქვათ, გამჭვირვალობაზე მუშაობა რომ დასრულებულიყო, კანონი საბოლოოდ გამართულიყო და გამორიცხულიყო საჯარო მოხელეების მხრიდან მისი ინტერპრეტირება, შეიძლება მეტი დამაჯერებლობაც შესძენოდა ოფშორული კაპიტალის გადმობირების გადაწყვეტილებას.თუმცა, ყველაფერი ისევ ისეა და ვინ იცის, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება რამდენიმე წელიწადში ის კაპიტალი, რომელიც შეიძლება ოფშორებიდან ამ ინიციატივამ გადმოქაჩოს. დიდი ალბათობით, მერეც გამოჩნდება კანონმდებლობაში დღეს ჩამალული ის ხვრელები, ბუნდოვანებები, თუ ინტერპრეტირების სხვა წინაპირობები, რაც ამ კაპიტალის ნაკლებად „დაკრიშულ“ მფლობელებს სერიოზულ, უშეღავათო პრობლემებს შეუქმნის.

1714152189

„ჩვენ ვართ სადღაც ევერესტზე, სხვები არიან - თრიალეთის ქედზე“ - „გრაფენ...

კვირეულში მონაწილეობას იღებენ როგორც დიდი, ისე პატარა კომპანიები, რომლებიც ქართულ სამშენებლო ბაზარზე ახლა შემოდიან. მაგალითად, „Graphenstone“ ესპანური ბრენდია, რომელიც 70 ქვეყანაში ოპერირებს. შესაბამისად, პროდუქცია შემოაქვს მხოლოდ ესპანეთიდან. კომპანია ესპანეთში 2005 წელს დაფუძნდა და საკუთარი ინოვაციური ტექნოლოგიით აწარმოებს საღებავებს. „ჩვენი პროდუქტების უმეტესობა შეიცავს 100%-ით შინამრეწველურ ესპანურ კირს, რომელიც მზადდება ხის გამოსაწვავ ღუმელში. ამიტომ, მასალას გააჩნია სითეთრე, იგი 98%-ით  არის თეთრი. ამასთან,  არ შეიცავს არანაირ დანამატებს, არანაირ ნავთობ პროდუქტებს, არანაირ პლასტიკატებს“, – ამბობს გოგიაშვილი.კომპანია ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. როგორც დავით გოგიაშვილი აღნიშნავს, „Graphenstone“ ექსპოჯორჯიას გამოფენაში პირველად იღებს  მონაწილეობას, რადგან მისი შემოსვლიდან მალევე დაიწყო პანდემია და ბაზარზეც აქტიურად ვერ იყვნენ წარმოდგენილი.„1 კვადრატული მეტრის შესაღები  საღებავის ფასი, თავისი გრუნტით, არის დაახლოებით 5 ლარი. ამიტომ, სავსებით ვჯდებით იმ საფასო კატეგორიაში, რომელიც არსებობს ბაზარზე, მაგრამ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ პროდუქციის ხარისხით, რასაც ჰქვია ეკოლოგიურობა“, – გვითხრა გოგიაშვილმა.ცნობისთვის, უძრავი ქონების კვირეული არის ექსპოჯორჯიასა და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიება. ის ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც გულისხმობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას, Ხოლო ბიზნესისთვის გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

1714136584

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში საქართველოს ბანკის Ads Manager-ს შეასწავ...

Ads Manager საქართველოს ბანკის Business Manager-ის ნაწილია და მისი მეშვეობით ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საკუთარი მომხმარებლების შესახებ ანალიტიკურ ინფორმაციას, დააკვირდნენ მათ ქცევასა და ინტერესებს, შეთავაზებების შექმნით კი უპასუხონ მათ საჭიროებებსა და სურვილებს.  პლატფორმა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა, რაც ბიზნესებს ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.„ციფრული ინდუსტრიის აკადემიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია უახლეს ტრენდებსა და ტენდენციების შესახებ. მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა საქართველოს ბანკის Ads Manager, როგორც ახალი შეთავაზების განსათავსებელი  პლატფორმა, გადავწყვიტეთ ის ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსზე დაგვემატებინა. საქართველოს ბანკის პლატფორმა, რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით, ძალიან საინტერესო და საჭიროა დღევანდელი მარკეტერებისთვის. პირველ რიგში, საინტერესოა აუდიტორიის მოცულობა - Ads მენეჯერის დახმარებით შეგვიძლია 1 400 000-ზე მეტ ციფრულად აქტიურ მომხმარებელს მივწვდეთ - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე, ამავდროულად მივიღოთ დეტალური დემოგრაფიული ინფორმაცია და დამატებით გავაანალიზოთ მათი ციფრული ქცევა. ეს გაცილებით ხელსაყრელს ხდის სამიზნე აუდიტორიისთვის შესაფერისი შეთავაზების შექმნას“, - აცხადებს ეკატერინე თავხელიძე, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელი.„საქართველოს ბანკი არ ჩერდება და მუდმივად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ბიზნესების უნიკალურ საჭიროებებს პასუხობს. Ads Manager ამის ერთ-ერთი მაგალითია. მისი მეშვეობით ბიზნესი საქართველოს ბანკის ციფრული არხებით მომხმარებლებს უკავშირდება, გეგმავს შეთავაზებას და აცნობს ფასდაკლების, ქეშბექის ან სხვა ტიპის შესაძლებლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია საქართველოს ბანკის Ads Manager-ს საერთაშორისო პლატფორმებთან ერთად აცნობს კურსის მონაწილეებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცოდნა ბიზნესებს გაყიდვების სტიმულირებასა და ლოიალური მომხმარებლების შეძენაში დაეხმარებათ“, - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი.აღსანიშნავია, რომ კურსის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის Ads Manager-ის ფუნქციონალს, ტარგეტირებასა და კონტენტის გაიდლაინებს, ასევე ანალიტიკის, რეპორტინგისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს. ამასთან, კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ტექნიკურად გატესტონ და პრაქტიკაში შეისწავლონ ეს ხელსაწყო. შესაბამისად, კურსის დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად იმუშაონ საქართველოს ბანკის Ads Manager-ში, შექმნან შეთავაზებები, გააანალიზონ შედეგები და გაუშვან ოპტიმიზებული რეკლამები.კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაესწარით უფასო მასტერკლასს „ABCᴅᴀᴛᴀ - ანუ რა მართავს ციფრულ მარკეტინგს?“, რომელიც 28 აპრილს, 13:30 სთ-ზე, ტერმინალში (ირაკლი აბაშიძის #34) გაიმართება. მასტერკლასზე სპიკერები, ელენე ბიბილეიშვილი, Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი და თორნიკე სამადაშვილი, საქართველოს ბანკის Digital Banking Ecosystem -ის ხელმძღვანელი,  ისაუბრებენ ტექნოლოგიების გამოყენების როლზე ციფრულ მარკეტინგში და მიმოიხილავენ  საქართველოს ბანკის Ads Manager-ს.ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე, რეგისტრაციისთვის კი ესტუმრეთ ამ ბმულს.Ads Manager-ის შესახებ გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

1714135159

მარტში ვაკანსიები ყველა სფეროში გაიზარდა

2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, 7,536 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში. 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა.2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში 10,408 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3%-ით შემცირდა

1714129862

დაბალხელფასიანი დასაქმებულების რაოდენობა გაიზარდა, მაღალხელფასიანი – შ...

წლიური ზრდის მიუხედავად, მაჩვენებელი 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, 40%-ზე მეტადაა შემცირებული. 2023 წლის დეკემბერში , იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, დასაქმებულთა 3.8%-ს შეადგენდა (35,416 ადამიანი). თუმცა სექტემბერთან შედარებით დეკემბრის მაჩვენებელი 100%-ით იყო გაზრდილი.2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 964 ათასი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.8%-ით არის გაზრდილი. დეკემბერში ხელფასის მიმღები 932 ადამიანი იყო.2024 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 15.8%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.დეკემბერთან შედარებით, ხელფასის მიმღები პირების ზრდასთან ერთად, 600 ლარამდე ანაზღაურების მქონე პირების წილი 2.3 პ.პ.-ითაა გაზრდილი.ამავე პერიოდში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 25%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.დეკემბერთან შედარებით წილი 39.4%-დანაა დაკლებული.ინფორმაცია PMCG-ის დასაქმების ტრეკერზე დაყრდნობითაა მომზადებული. 

1714129160