ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9225        EUR 3.2434        GBP 3.5421        RUB 4.3709        UAH 1.1604        AZN 1.7153        AMD 6.1462      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOG-ის მობილური ბანკინგით ტრანზაქციები 2.4-ჯერ გაზრდილია
მარიამ მინაძე
15 მაისი, 2019, 19:03
 BOG-ის მობილური ბანკინგით ტრანზაქციები 2.4-ჯერ გაზრდილია

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მობილური ბანკინგით ტრანზაქციებმა წლის I კვარტალში 6.7 მილიონი შეადგინა, რაც 2018-ის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 2.4-ჯერ გაზრდილია.

 

საანგარიშო პერიოდში მობილური ბანკინგით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა 790 მილიონ ლარს გაუტოლდა, ზრდაა  2.5-ჯერ(y.y). Q1/2019 -ის პერიოდში, ტრანზაციები 22%-ით,  მოცულობა 13.3%-ითაა გაზრდილი.

 

წლიურ ჭრილში ინტერნეტბანკინგით ტრანზაქციების მოცულობაც 490 მილიონ ლარამდეა (y.y ზრდა 14.8%; q.q კლება 21%) მომატებული,  თუმცა რაოდენობა 1.4 მლნ-მდე  შემცირებული (y.y  ( -6.7%).

 

Q1/2019 -ის მდგომარეობით მობილური ბანკინგის 382 000 აქტიური მომხმარებელია(ზრდა y.y 84.5%; q.q 14.4%) და 278 000- ინტერნეტბანკინგის (ზრდა y.y 16.3%; კლება q.q 5.8%). 

 

2017 წლის მაისიდან mBank-ის ჩამოტვირთვამ 765,177 შეადგინა, მათ შორის 552,994 ჩამოტვირთვა Android-დან, 212,183 ჩამოტვირთვა კი  Iphone-დან განხორციელდა. I კვარტალში აპლიკაცია 169,636-ჯერ ჩამოიტვირთა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები