ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9701        EUR 3.2778        GBP 3.7328        RUB 4.6307        UAH 1.2106        AZN 1.747        AMD 6.2266      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი კაპიტალის დირექტორს დიდი მოლოდინი აქვს
11 ივლისი, 2019, 13:24
თიბისი კაპიტალის დირექტორს დიდი მოლოდინი აქვს

თბილისი (GBC) – თიბისი კაპიტალის დირექტორი კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას ელის, ჯერ მხოლოდ ობლიგაციების ხარჯზე. გიორგი არველაძემ (თიბისი ჯგუფს აპრილში შეუერთდა, კორპორატიული ბიზნესის განვითარების მმართველი დირექტორი)  წლის დასაწყისიდან  ბაზრის შთამბეჭდავ ზრდაზე, ასევე საპენსიო ფონდის სრულფასოვან ამოქმედებიდან ტემპის აჩქარების მოლოდინზე განაცხადა. ინვესტირება მალე დაიწყება.მთავარი საინვესტიციო ოფიცერი საქმიანობას უკვე შეუდგა, მალე შეარჩევენ მთავარი რისკის ოფიცერს.

არველაძემ ახალი ინსტრუმენტების  საკანონმდებლო უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე განაცხადა. უძრავი ქონებით გამყარებულზე, COVERED BOND-ი, რომელიც  კაპიტალის ბაზარზე ერთ-ერთი  ყველაზე გრძელვადიანი და  ურისკო  ფასიანი ქაღალდია.

საქართველოს ბაზრის სიმცირის გამო სინდიცირებასაც მოიაზრებენ, რომ ემისიის მოცულობა გაიზარდოს,   რამდენიმე ბანკის პორტფელის უზრუნველყოფით.  ეს ბონდი ძირითადად  იპოთეკური სესხების პორტფელით არის გამყარებული.  ვადიანობა კი უზრულველყოფილი სესხის საშაულო ვადით განისაზღვება.

ბანკირები აღნიშნავენ, რომ  ამ პროდუქტის შეთავაზებით, საქართველო  რეგიონში  პირველი იქნება.  ყველაზე აქტიურად  COVERED BOND-ებით გერმანიაში ვაჭრობენ. ავსტრიასა  და ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელებულია. რამდენიმე წელია  (2011 წელს შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ) მიუერთდა   აშშ-ი და კანადა.

ამ დროისთვის კაპიტალის ბაზარი  აქციებით, საერთაშორისო  ორგანიზაციების და კომპანიების,   ბონდებით, სახელმწიფო სახაზინო  ობლიგაციებით არის წარმოდგენილი.  COVERED BOND-ის დამატება წლის ბოლომდე იგეგმება.

ამ დროისთვის მშპ-სთან მიმართებით,  კორპორაციული ობლიგაციების  წილი რახანია 2%-ს  გადაცდა  2018 წლამდე  მაჩვენებელი 0.1%-საც  ვერ აღწევდა.

სებ-ის სტატისტიკით,   ამ დროისთვის  განთავსებული ყველა ფასიანი ქაღალდი,  მშპ-ს 10%-მდეა. ბაზარი მოიცავს სებ-ის სერტიფიკატებს, მთავრობის ფასიან ქაღალდებს,  საფინანსო ინსტიტუტების და კომპანიების ობლიგაციებს.







მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები