ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8818        EUR 3.2158        GBP 3.7639        RUB 4.6718        UAH 1.2014        AZN 1.6944        AMD 6.0059      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება
16 ივლისი, 2019, 14:03
ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება

თბილისი (GBC) - ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,  ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს აჭარბებს.

"გზის ეს მონაკვეთები საინჟინრო თვალსაზრისით საკმაოდ რთული და კომპლექსურია. ძალიან კარგია, რომ მშენებლობა ვადების დაცვით მიმდინარეობს და 2020 წლის მეორე ნახევარში, როგორც ქუთაისის, ისე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთების დიდი ნაწილი დასრულებული იქნება. ეს მანძილს ძალიან შეამცირებს და მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. უკვე მზადდება ტენდერები დარჩენილ მონაკვეთებზე და 2020 წლისთვის ჩვენი ინფრასტრუქტურული განვითარების მთავარი პროექტი - ჩქაროსნული ავტომაგისტრალი სრულად მშენებლობის რეჟიმში გადავა. ამასთან ერთად, იგეგმება სხვა გაუთვალისწინებელი პროექტების დაწყებაც და ეს გარკვეული ჩამორჩენების აღმოფხვრის საშუალებასაც მოგვცემს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ სამუშაოების მონახულებისას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები