







თბილისი (GBC) - ეს იმის დადასტურებაა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცე და უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ქვეყანამ უკვე მეცხრედ უმასპინძლა ყველაზე მასშტაბურ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას, რომელიც ამჯერად „მტკიცე სული 2019“-ის სახელით მოეწყო. სულ უფრო გვაახლოებს ნატოსთან და ზრდის ალიანსთან ჩვენი ქვეყნის თავსებადობის დონეს. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, და თითოეული ეს ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო ქომაგია, ისევე როგორც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი“, - პრემიერმა მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „მტკიცე სული/Agile Spirit 2019“-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ვროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება.