ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9691        EUR 3.2797        GBP 3.6989        RUB 4.6131        UAH 1.2042        AZN 1.7457        AMD 6.2376      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისის აეროპორტში ტაქსების სერვისის მომსახურებით 6 კომპანია დაინტერესდა
19 აგვისტო, 2019, 15:05
თბილისის აეროპორტში ტაქსების სერვისის მომსახურებით 6 კომპანია დაინტერესდა

თბილისი (GBC) - თბილისის აეროპორტში ტაქსების სერვისის მომსახურებით 6 კომპანიაა დაინტერესებული. როგორც AviaNews- TAV Georgia-ში განუცხადეს, მიმდინარეობს განაცხადების განხილვ, რის შემდეგაც შეირჩევა მხოლოდ ერთი კომპანია და გაფორმდება ხელშეკრულება.

TAV Georgia- თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესთა გამოხატვა 16 ივლისს გამოაცხადა

პირობების მიხედვით ავტომობილები უნდა იყოს ახალი, თანამედროვე, ტექნიკურად გამართული და უზრუნველყონ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა; ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ტაქსომეტრით; აეროპორტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 30 ავტომობილის განთავსება, მათ შორის მოფრენის ტერმინალის წინ არანაკლებ 10 ავტომობილისა, დანარჩენი სპეციალურად გამოყოფილ სადგომზე;

ავტომობილები უნდა იყოს ერთი ფერის, მათზე დატანილი კომპანიის ლოგოთი და წარწერით "აეროპორტის ტაქსი“; ავტომობილების საბარგული გათვალისწინებული უნდა იყოს დიდგაბარიტიანი ბარგისათვის, მაგ. 3 ერთეული 30 კგ.-იანი ზომის ჩემოდნის ან ჯამურად ანალოგიური ზომის ბარგისათვის; მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტომობილი აღჭურვილი უნდა იქნას მცირეწლოვანი ბავშვის სავარძლით; ავტომობილებში უნდა იყოს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბანკის ტერმინალით ანაზღაურების შესაძლებლობა.

მძღოლები უნდა იყვნენ შემოსილნი უნიფორმით, მათ შორის ჰალსტუხით.


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები