ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8867        EUR 3.2005        GBP 3.7899        RUB 4.6592        UAH 1.1809        AZN 1.7001        AMD 6.0259      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
საქართველოში ვალუტის გადამცვლელი ელექტრონული აპარატები გამოჩნდება
21 აგვისტო, 2019, 21:57
საქართველოში ვალუტის გადამცვლელი ელექტრონული აპარატები გამოჩნდება

თბილისი (GBC) - საქართველოში ელექტრონული აპარატებით  ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელება ხდება შესაძლებელი.

მოქალაქეებისთვის ახალი სერვისის შეთავაზებისთვის მეწარმემ ეროვნული ბანკში რეგისტრაცია უნდა გაიაროს და მარეგულირებლის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

აპარატს უნდა შეეძლოს ნებისმიერი ნომინალის ლარის ბანკნოტს და მონეტ, უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი, მხოლოდ 100 ან უფრო დაბალი ნომინალის ბანკნოტების და მონეტების მიღება.

ელექტრონული აპარატით შეუძლებელი იქნება რუსული რუბლის, თურქული ლირის, აზერბაიჯანული მანათის, სომხური დრამისა და უკრაინული გრივნის გადაცვლის ოპერაციების წარმოება.  

ლექტრონულ აპარატს უნდა შეეძლოს საეჭვო ბანკონოტების და მონეტების ამოცნობა. უნდა აძლევდეს მომხმარებელს ქვითარს, უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობა და უნდა ჰქონდეს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხად, რომელსაც გააჩნია საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობა და რომელიც უნდა შეესაბამებოდესუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებკანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.   

სებ-მა განსაზღვრა, რომ კლიენტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით  განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ჯამური ოპერაციების მოცულობა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3,000 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში).

ამასთან, კლიენტს უნდა შეეძლოს ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 3000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები