






USD | 3.3011 |
EUR | 4.0032 |
GBP | 4.5053 |
TRY | 0.4473 |

თბილისი (GBC) - პრემიერის მეღვინეებს 13:00 სთზე ღვინის ეროვნულ მუზეუმში ხვდება.
„ჩვენ დავიწყეთ ბიზნესის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრები. დღეს გვექნება შეხვედრა მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით. განსაკუთრებულად აქტუალურია დღეს შეხვედრა, რამეთუ რთველი დასრულების ფაზაში გადავიდა. უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები, გვესმის, რომ იყო გარკვეული გამოწვევები, თუმცა საბოლოო ჯამში რთველმა კახეთის რეგიონში კარგად ჩაიარა. თუ გვექნება საშუალება, კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ რთველის ბოლო ფაზაში, რა თქმა უნდა, იქნება მისასალმებელი. ჩვენ გვინდა დარგს ვესაუბროთ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც არის როგორც ადგილობრივი წარმოების, მევენახეობის, ასევე ბაზრებზე წვდომის და ექსპორტის თვალსაზრისით," - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე