ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0772        EUR 3.4366        GBP 3.8671        RUB 4.4862        UAH 1.1486        AZN 1.8101        AMD 6.3611      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დღეს განსაკუთრებით აქტუალურია შრომის უსაფრთხოება - ზურაბ მასურაშვილი
10 ოქტომბერი, 2019, 20:29
დღეს განსაკუთრებით აქტუალურია შრომის უსაფრთხოება - ზურაბ მასურაშვილი

თბილისი (GBC) - „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების მხარდაჭერა არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ ინფორმაციის ხელმისაწვდომობითაც. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია შრომის უსაფრთხოების საკითხები, გვსურდა ჩვენი პარტნიორებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა,  მათთვის საჭირო და საინტერესო კითხვებზე პასუხი მიეღოთ თავად დარგის სპეციალისტებისგან, რათა უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი იმ წესებისა და ნორმების შესახებ რომლის დაცვაც მათ, როგორც დამსაქმებლებს, ახლადამოქმედებული ცვლილებებით მოუწევთ. ეს მათ დაეხმარება უფრო  მარტივად და ამასთან,  სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების შესახებ პანელური დისკუსია გამართა. შეხვედრა, რომელსაც მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა ბიზნესებისთვის იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, რაც დაკავშირებულია “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონში შესულ ცვლილებთან, რომელიც სექტემბერში ამოქმედდა. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა: ეკონომიკურ სექტორში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების ნორმები, დამსაქმებლის ვალდებულებები, შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა, საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკითხები და შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები