ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9568        EUR 3.2566        GBP 3.801        RUB 4.5941        UAH 1.2157        AZN 1.7411        AMD 6.1987      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კარგი კაპიტალი, მაღალი ლიკვიდობა, დაბალი ლევერიჯი - საფინანსო სექტორი ჯანსაღია -რუბინი
22 ოქტომბერი, 2019, 20:51
კარგი კაპიტალი, მაღალი ლიკვიდობა, დაბალი ლევერიჯი - საფინანსო სექტორი ჯანსაღია -რუბინი

თბილისი (GBC) - „საქართველო მაკრო და სტრუქტურული წარმატებული რეფორმებით სამაგალითო ქვეყანაა“, - ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორი ნურიელ რუბინი მიიჩნევს, რომ 5% ეკონომიკური ზრდის მიღწევით ქვეყანამ საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი.

მისაბაძია იმ ქვეყნებისთვისაც, რომელთაც სურთ ჰქონდეთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სრულყოფილი ფისკალური პოლიტიკა და სახელმწიფო ფინანსები, დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი. ყოველივე ეს საქართველომ შეძლო ხარჯვის კონტროლით, კაპიტალურ ხარჯებში ინვესტირებით და სრულყოფილი საგადასახადო სისტემით, რომელიც ზრდის შემოსავლებს.

„საქართველომ, სხვა ბევრ ქვეყანასთან ერთად გააცნობიერა დამოუკიდებელი, ინფლაციაზე ფოკუსირებული ცენტრალური ბანკის მნიშვნელობა.  არის ინფლაციის თარგეთირების და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. საგარეო შოკი, ნაწილობრივ სწორედ კურსით აბსორბირდება.

 „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” რუბინიმ საგარეო დეფიციტის კლების პოზიტიუირ ტრენდზე აღნიშნა. „ვიცით, რომ,  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება უმჯობესია გრძელვადიანი რესურსით და ეროვნული ვალუტით. საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ფინანსდება კაპიტალით, რომელიც არის როგორც გრძელვადიანი, ასევე ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული.

ქვეყნის  საფინანსო სისტემა ჯანსაღია; ბანკების ზედამხედველობა და  რეგულირება სწორად და წარმატებით ხორციელდება. აქვთ კარგი კაპიტალი, კარგი ლიკვიდობა და დაბალი ლევერიჯი. შესაბამისად, ბოლო ხანებში ქვეყნის რეიტინგები იზრდება, რადგან ჯანსაღი საფინანსო სექტორი  მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფუნდამენტია.

მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად საჭიროა  პროდუქტიულობის ზრდა, რაც გულისხმობს რეფორმებს, რომელიც ეკონომიკური ზრდის პოტენციალსაც ზრდის“,  - განაცხადა პროფესორმა.

აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში უკვე მესამედ ტარდება, წელს მას 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები