ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9633        EUR 3.2697        GBP 3.7957        RUB 4.6355        UAH 1.2093        AZN 1.743        AMD 6.2163      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სებ-ის $3.7 მლრდ - ₾3 მლრდ აქტივები, 49 მლნ-იანი ოფისით კორტებთან
24 ოქტომბერი, 2019, 16:21
სებ-ის $3.7 მლრდ - ₾3 მლრდ აქტივები, 49 მლნ-იანი ოფისით კორტებთან

თბილისი (GBC) – $16.4 მლნ-ად, იუსტიციის სახლში,7 წლის წინ ნაყიდი ეროვნული ბანკის (სებ) ოფისი, 10/2019-ის მდგომარეობით, 59.2 მლნ-ის  ძირითადი მატერიალური აქტივის  83%-ია (მიმდინარე ფასებში)

სებ-ის ბალანსით, სექტემბრის მდგომარეობით,  ლარის აქტივებში ძირითადი საშუალებები  59.2  მლნ-ს შეადგენს, საიდანაც 49 მლნ ლარამდე  საოფისე უძრავი ქონებაა, გადაუფასებლად (თუ სებ-ის ოფისის 7 წლის წინანდელი ფასით ვიხელმძღვანელებთ).

სებ-ი $14 მლრდ-მდე აქტივებს ფლობს, აქედან 10.9 მლნ ლარის უცხოური ვალუტის აქტივებია -$3.8 მლრდ-მდე, რაც  მოიცავს უცხოური ვალუტის წმინდა რეზერვებს, 25% სარეზერვო ნორმით დარეგულირებულ კომერციული ბანკების რეზერვებს,  აქტივების წარმოებულებს ინსტრუმენტების მიხედვით (ფიუჩერსი, ოფციონი...), ფასიან ქაღალდებს, სსფ-სთან დაკავშირებულ აქტივებს.

როგორც იცით სებ-ი 3-4 წელში  ახალ  ოფისში აპირებს გადასვლას, რისთვისაც მიწა შერჩეული აქვს, ჯერ არცერთი თეთრი გადაუხდია.  კუთვნილი ოფისის გაყიდვას 3 წელზე ადრე არ აპირებს, რადგან მოსამზადებელი სამუშაოები შრომატევადია, დიაზინის, ესკიზის მომზადება, ნებართვის აღება.

სებ-ის პრეზიდენტმა, მპკ-ს 23/10-ის სხდომის შემდეგ, მიწის ნაკვეთის გამჭვირვალე გარიგებაზე განაცხადა, უმაღლესი სტანდარტის დაცვით..

„მიწა კანონმდებლობის სრული დაცვით შეირჩა. ნაკვეთის მოძიების მიზნით, სებ-მა მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიას. ამ უწყებებისგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თავისუფალი მიწის არარსებობაზე მიღებული პასუხის შემდეგ კი, მოვიძიეთ სხვა ალტერნატივა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

სებ-მა  ძველი ოფისი უნდა გაყიდოს და ახლის მშენებლობის თანხას დაამატოს. $16.4 მლნ მაშინ (10/2012)  ₾27 მლნ იყო, დღეს 50 მლნ ლარამდეა. გასათვალისწინებელია უძრავი ქონების  გაძვირების  ტრენდიც.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები