ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1865        EUR 3.5071        GBP 3.9028        RUB 4.4949        UAH 1.185        AZN 1.8695        AMD 6.5874      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველში McDonald's -ის ქსელს შემოსავლები 25%-ით გაეზარდა
7 ნოემბერი, 2019, 13:59
საქართველში McDonald's -ის ქსელს შემოსავლები 25%-ით გაეზარდა

თბილისი (GBC) - საქართველში McDonald's -ის ქსელის მფლობელს შემოსავლები გაეზარდა.

„თ და კ რესტორნების“ მენეჯმენტის ცნობით, კომპანიის შემოსავალმა 2018 წელს,  79,431,171ლარი შეადგინა.2017 წელთან შედარებით კომპანიის შემოსავალი გაიზარდა 25%-ით, რაც განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში არსებულ ფილიალებში სტუმრების რაოდენობის ზრდითა და ახალი ფილიალის გახსნით.

მოგება-ზარალის უწყიდით ირკვევა, რომ გაზრდილია საოპერაციო მოგებაც 8.2-მილიონიდან 10.2 მილიონამდე. წმინდა მოგება 6.3 მილიონია, 2017 წელს არსებული 1.6 მილიონიანი ზარალის შემდეგ.

დღეისათვის, McDonald's -ის ქსელი საქართველოში 15 რესტორანს ფლობს. კომპანია გეგმავს გაფართოებას და კიდევ რამდენიმე ფილიალის დამატებას.

გეგმაში რჩება ადგილობრივ პურის ქარხანასთან თანამშრომლება, რომლის მიზანია პურის ქარხანამ მიიღოს მაკდონალდს კორპორაციის სერტიფიცირება. სერტიფიცირების შემდეგ შესაძლებელი იქნება ადგილობრივად წარმოებული პურით, როგორც საქართველოს მაკდონალდსის ლოგისტიკური ჰაბის, ასევე შუა აზიისა და ევროპის ქვეყნების ლოგისტიკური ჰაბების მომარაგება.

ასევე კომპანია გეგმავს ადგილობრივი სალათისა და შესაფუთი მასალების მწარმოებლების ხელშეწყობასა და განვითარებას, რათა მოხდეს მათი მაკდონალდს კორპორაციის სტანდარტების შესაბამისი წარმოების ტექნოლოგიის დანერგვა, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის აღნიშნული ნედლეულის გამოყენებას მაკდონალდსის პროდუქციაში. 

McDonald's  -ის მიერ საქართველოს მასშტაბით, 5 ქალაქში გაკეთებულმა ინვესტიციებმა გახსნის დღიდან დღემდე - 79,291,532 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი 10,559,575 ლარი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები