ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9568        EUR 3.2566        GBP 3.801        RUB 4.5941        UAH 1.2157        AZN 1.7411        AMD 6.1987      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მაგთიკომი ხანის აკადემიის პარტნიორია
8 ნოემბერი, 2019, 09:59
მაგთიკომი ხანის აკადემიის პარტნიორია

თბილისი (GBC) - მაგთიკომი მსოფლიოში წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობა 2 მიმართულებას მოიცავს: მაგთიკომმა ხანის აკადემიის უმაღლესი მათემატიკის კურსის გაქართულება უზრუნველყო და ასევე, მაგთის ტელევიზიის მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა, აპლიკაციის მეშვეობით მოისმინონ სხვადასხვა დარგის ლექციების კურსი.

ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, პლატფორმა ათასობით ვიდეოგაკვეთილს და პრაქტიკულ სავარჯიშოს მოიცავს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესის გამარტივებას. ხანის აკადემიის აპლიკაცია აერთიანებს ლექციებს მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, კომპიუტერულ პროგრამირებაში, ისტორიაში, მედიცინასა და სხვა დისციპლინებში.

 ხანის აკადემიის ქართული ვერსია საგანმანათლებლო ფონდის, Educare Georgia-ს მიერ მზადდება.

 „ხანის აკადემია ჩვენი ორგანიზაციის ყველაზე მასშტაბური პროექტია. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს საქართველოში ის არის, რომ უფროსკლასელებს ტექნიკურ საგნებში – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, კომპიუტერული პროგრამირება - საკმაოდ დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ.

ამას ისიც ერთვის, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების გარდა, ქართულენოვანი მასალები ამ საგნებში საკმაოდ ცოტაა და ისინი ინტერნეტსივრცეში აქამდე არც არსებობდა.

 ამჯერად ხანის აკადემიის ვებგვერდზე 3 500-ზე მეტი ვიდეოგაკვეთილი, 8 მილიონი სიტყვა-სავარჯიშო და საკითხავი მასალაა. ქართულ პლატფორმას უკვე 150 000-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროექტი საკმაოდ პოპულარულია მთელ საქართველოში“, - აცხადებს ფონდის დირექტორი, გიორგი ჯიბლაძე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები