ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0729        EUR 3.619        GBP 4.0086        RUB 4.1656        UAH 1.1052        AZN 1.8076        AMD 6.3258      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი - რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებისთვის
13 ნოემბერი, 2019, 22:05
 საქართველოს ბანკი - რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებისთვის

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით DataFest Tbilisi 2019 ტარდება, კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ფესტივალი.

DataFest Tbilisi არის ადგილი, სადაც მონაცემთა მეცნიერები, ჟურნალისტები, მარკეტერები, ბიზნესმენები, დეველოპერები და დიზაინერები სამი დღის განმავლობაში ერთად იკრიბებიან, რათა მოუსმინონ შთამაგონებელ გამოსვლებსა და ვორქშოფებს, გაიცნონ საინტერესო ადამიანები. წლევანდელი ფესტივალი 12 ძირითად თემას მოიცავს. მათ შორისაა:  ამბის თხრობა მონაცემებით; მონაცემთა ვიზუალიზაცია; მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი; მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech); მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის; მონაცემები და კიბერუსაფრთხოება; მონაცემთა სტარტაპები; მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (SDGs) და ა.შ. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან  სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა: Booking.com, Washington Post, Mercedes-Benz, Google News Lab.


 საქართველოს ბანკის მოწვევით, ღონისძიებაში მონაწილეობემ სპიკერები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ქართულ თუ საერთაშორისო ბანკებსა და ფინანსური ტექნოლოგიების  კომპანიებს, მათ შორის: Strands, Santander UK და VISA. ღონისძიებას ტექნიკური თუ არატექნიკური კომპეტენციის მქონე 1000-მდე მონაწილე დაესწრება.


„მოხარულები ვართ რომ საქართველოს ბანკის BOG Fintech მიმართულება ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნული ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები