ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1865        EUR 3.5071        GBP 3.9028        RUB 4.4949        UAH 1.185        AZN 1.8695        AMD 6.5874      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საყოველთაო ინტერნეტიზაცია $600 მლნ დაჯდება
14 იანვარი, 2020, 17:08
საყოველთაო ინტერნეტიზაცია $600 მლნ დაჯდება

თბილისი (GBC)  - მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგიის მიხედვით, ფართოზოლოვანი ინტერნეტის ბაზარი ბოლო 10 წელში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამჟამად ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებლების 82% ოპტიკურ-ბოჭკოვან კავშირს იყენებს. თუმცა, ფართოზოლოვანი ქსელები უმეტესად ქალაქებში გამოიყენება. კერძოდ, სოფლის შინამეურნეობების 35% უკავშირდება ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტს, ქალაქში მცხოვრები შინამეურნეობებისთვის კი ეს მაჩვენებელი 90%-ია.

ქსელის განვითარების სტრატეგიის მიზანია, რომ 2025 წლისთვის მაღალი სიჩქარის ფართოზოლოვანი ქსელი (100 მბ. წმ+) ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მასშტაბით.

2025 წლისთვის სამიზნე მაჩვენებლებია:

•               4G კავშირით საქართველოს ტერიტორიის დაფარვა;

•               5G სერვისის პილოტირება სულ მცირე სამ მუნიციპალიტეტში;

•               ყველა ინსტიტუციური სუბიექტებისთვის 1 გბ. წმ. კავშირზე წვდომა;

•               ყველა შინამეურნეობისთვის მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ქსელზე წვდომა.

მსოფლიო ბანკის ექსპერტების შეფასებით, საჭირო მთლიანი ინვესტიცია პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით $600 მლნ-ს (1.6 მლრდ ლარი) შეადგენს. ინვესტიციის უდიდესი ნაწილი კი კერძო სექტორიდან არის მოსალოდნელი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები